თამთა მიქელაძე - თამარ მეარაყიშვილთან დღეს ადვოკატი იყო შესული, თამარი ნორმალურად არის, მაგრამ უარს ამბობს საკვების მიღებაზე პროტესტის ნიშნად - ხვალ იქნება სასამართლო სხდომა

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორის, თამთა მიქელაძის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებული საქართველოს მოქალაქე, თამარ მეარაყიშვილი ადვოკატმა მოინახულა.

როგორც მიქელაძე ,,ფეისბუქზე” წერს, თამარ მეარაყიშვილი საკვების მიღებაზე პროტესტის ნიშნად უარს ამბობს.

,,ვიცი, რომ ბევრს გაინტერესებთ თამარ მეარაყიშვილის ამბავი.

თამართან დღეს იყო შესული ადვოკატი. ადვოკატის თქმით, თამარი ნორმალურად არის, მაგრამ უარს ამბობს საკვების მიღებაზე პროტესტის ნიშნად. იმედი მაქვს, რომ ამაზე თამარი უარს იტყვის შემდეგ დღეებში.

ხვალ იქნება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლო სხდომა და ამ დროს ადვოკატი მოიპოვებს წვდომას მასალებზე და იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი გვეცოდინება მის საქმეზე.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ თამარი გათავისუფლდეს.

ძალიან მნიშვნელოვანია ქართული მედიის აქტიურობა ამ საქმეზე და საერთაშორისო ინტერესის გაზრდა მის მხარდასაჭერად”,- აცხადებს თამთა მიქელაძე.

ინფორმაციისთვის, ოკუპირებულ ცხინვალის ე.წ. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე, თამარ მეარაყიშვილი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.

დღეს კი სუს-მა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ “ცხინვალიდან ცხელი ხაზით დაადასტურეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქის, თამარ მეარაყიშვილის უკანონოდ დაკავების ფაქტი”.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს