ლიბიის არმიის მეთაური თურქეთში ავიაკატასტროფაში დაიღუპა

ლიბიის პრემიერ-მინისტრის, აბდულ ჰამიდ დბეიბეჰის განცხადებით, თურქეთში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად ლიბიის არმიის მეთაური დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გენერალი მოჰამედ ალი აჰმედ ალ-ჰადადი და კიდევ ოთხი ადამიანი სამშაბათს საღამოს თურქეთის დედაქალაქ ანკარიდან Falcon 50-ის ტიპის თვითმფრინავით მიფრინავდა.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ ბიზნეს-თვითმფრინავთან სიგნალი აეროპორტიდან აფრენიდან დაახლოებით 42 წუთის შემდეგ დაიკარგა.

ტრიპოლისკენ მიმავალმა თვითმფრინავმა კავშირის დაკარგვამდე საგანგებო დაშვება მოითხოვა. თვითმფრინავის ნამსხვრევები მოგვიანებით ანკარის სამხრეთ-დასავლეთით იპოვეს. კატასტროფის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

გენერალი ჰადადი და მისი გუნდი თურქეთში ორ ქვეყანას შორის სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების მიზნით მოლაპარაკებებისთვის იმყოფებოდნენ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს