გაერო-ში აშშ-ის ელჩი - აშშ ნიკოლას მადუროს და მის თანამოაზრეებს ვენესუელის ლეგიტიმურ მთავრობად არ აღიარებს

აშშ ნიკოლას მადუროს და მის თანამოაზრეებს ვენესუელის ლეგიტიმურ მთავრობად არ აღიარებს, - ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, მაიკ უოლცმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„ნიკოლას მადურო ამერიკულ მართლმსაჯულებას ემალება და ის უცხოური ტერორისტული ორგანიზაცია Cartel de Los Soles-ის ლიდერია. მადურომ და მისმა რეჟიმმა არჩევნები მოიპარა და საერთაშორისო საზოგადოებას ამის მტკიცებულებები აქვს“, - განაცხადა მაიკ უოლცმა.

მისი თქმით, „სანქცირებული ნავთობტანკერები მადუროს რეჟიმის მთავარი ეკონომიკური შემოსავლის წყაროა“.

„ასევე, სანქცირებული ტანკერები ნარკოტერორისტულ დაჯგუფებას Cartel de Los Soles-ს აფინანსებენ. ამ ნახევარსფეროსთვის, ჩვენი სამეზობლოსთვის და აშშ-სთვის ყველაზე სერიოზულ საფრთხეს ტრანსნაციონალური ტერორისტული და კრიმინალური დაჯგუფებები წარმოადგენენ“, - აღნიშნა ელჩმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს