ნინო წილოსანი ლილუაშვილის საქმეზე - თუ ამ ადამიანებს კორუფცია დაუდასტურდებათ, სინანულზე მეტად ბრაზი გვექნება - მათი მოქმედებების გამო ვზიანდებოდით ყველა, რადგან თავი ვერ შეიკავეს და უფლებამოსილება არასწორად გამოიყენეს

თუ ამ ადამიანებს კორუფცია და ის მასშტაბი დაუდასტურდებათ, ალბათ სინანულზე მეტად ბრაზი გვექნება, რომ მათი ამ მოქმედებების გამო თითოეული ჩვენგანი დარტყმის, ნეგატიური აღქმების და განწყობების ობიექტი იყო - ვზიანდებოდით ყველა, რადგან ვიღაც ადამიანებმა თავი ვერ შეიკავეს და თავისი უფლებამოსილება არასწორად გამოიყენეს, - ამის შესახებ პარლამენტოს ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებს სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, როცა ქვეყანაში კანონის უზენაესობა არსებობს, არანაირი თანამდებობა და გუნდის წევრობა არ შეიძლება იყოს გარანტია იმისა, რომ მათ წინააღმდეგ ეს პროცესები არ დაიწყება.

„ჩვენთვის ძალიან უსიამოვნო და მძიმეა ყოფილ თანაგუნდელებზე საუბარი. მათ შორის, არანაკლებ მძიმეა იმ სამართალდამცავი სტრუქტურების და მისი ხელმძღვანელებისთვის, ვინც უშუალოდ აწარმოებენ ამ საქმეებს. მაგრამ ფაქტი ერთია - თუ ამ ადამიანებს კორუფცია და ის მასშტაბი დაუდასტურდებათ, ალბათ სინანულზე მეტად ბრაზი გვექნება, რომ მათი ამ მოქმედებების გამო თითოეული ჩვენგანი დარტყმის, ნეგატიური აღქმების და განწყობების ობიექტი იყო. რა თქმა უნდა, ვზიანდებოდით ყველა, რადგან ვიღაც ადამიანებმა თავი ვერ შეიკავეს და თავისი უფლებამოსილება არასწორად გამოიყენეს. ვფიქრობ, როცა ქვეყანაში კანონის უზენაესობა არსებობს, არანაირი თანამდებობა და გუნდის წევრობა არ შეიძლება იყოს გარანტია იმისა, რომ მათ წინააღმდეგ ეს პროცესები არ დაიწყება. რა გვასწავლა ამ ყველაფერმა? - ეს ყველაზე მძიმე პერიოდში ხდებოდა, როცა ქვეყანა იყო როგორც ომის საფრთხეების წინაშე, ასევე რევოლუციური სცენარების წინაშე და მთელი პოლიტიკური ძალისხმევა, ისევე, როგორც უწყებების მობილიზება სრულად იყო გადართული ამ რისკების აღმოფხვრისთვის. ყველაზე ცუდი მომენტი დაიჭირეს იმისთვის (თუ დადასტურდა), რომ ეს ყველაფერი ეკეთებინათ. რა თქმა უნდა, ამ პირობებში ორივე ფლანგზე ბრძოლა წარმოუდგენელი იყო. მათ შორის, გუნდის შიგნითაც აღმოგვეჩინა ეს ყველაფერი. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ნორმალური საპარლამენტო და დემოკრატიული სისტემა გულისხმობს, რომ იყოს სწორი და ობიექტური ოპონირება - ჩვენ ამასაც მოკლებული ვიყავით და გვიწევდა, რომ საკუთარი თავის ოპონირება გაგვეწია და ჩვენივე წიაღში აღმოგვეჩინა ის ხარვეზები, რომელიც რიგი მაღალი თანამდებობის პირების შემთხვევაში იყო”, - განაცხადა წილოსანმა.

ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი გუშინ დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია