2025 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2025 წლის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია.

პირველი ადგილი და მთავარი პრიზი - NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში გამგზავრება - გუნდმა “კლასტერები“ მოიპოვა. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შექმნეს პროექტი RescuedBy. პროექტი მიზნად ისახავს დრონებზე დაფუძნებული, ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებული საძიებო-სამაშველო სისტემის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს დაკარგული ადამიანების სწრაფ და ეფექტურ აღმოჩენას რთულად მისადგომ რეგიონებსა და კატასტროფის ზონებში.

მეორე ადგილზე გავიდა გუნდი “არმმო”, რომელიც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ დაფინანსებული პრიზით ტექნოლოგიების ბანაკში მიიღებს მონაწილეობას სტენფორდის უნივერსიტეტში, აშშ. თბილისის მე-9 საჯარო სკოლის, ფოთის მე-5 საჯარო სკოლის და ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეებისგან შემდგარმა გუნდმა შექმნა პროექტი „ტარებადი ეგზოსკელეტი პოსტინსულტური, მოტორული დარღვეული ფუნქციების აღსადგენად.” ეგზოსკელეტი განკუთვნილია ინსულტის ან ფიზიკური ტრავმის შედეგად დაზიანებული ზედა კიდურის ფუნქციონირების ეტაპობრივი აღდგენისათვის.

მესამე ადგილზე გავიდა წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის, ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის (ქუთაისი) და ფოთის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდი “RiskTrackers.” გუნდს ლიბერთი ბანკის პრიზი გადაეცა და სასწავლო ვიზიტით ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციას CERN-ს ეწვევა შვეიცარიაში.

გუნდმა შექმნა პროექტი, რომლის მიზანია მონიტორინგის ინტეგრირებული სისტემის შექმნა, რომელიც მეწყერ საშიშ ზონებში ნიადაგის გადაადგილებისა და ნალექიანობის მონაცემებზე დაყრდნობით მეწყერის, წყალ მოვარდნისა და ხეობებში წყლის დაგუბების საფრთხეების დროულად პროგნოზირებას ახდენს.

კონკურსი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

კონკურსის პარტნიორია კომპანია „სელფი“.

კონკურსის მხარდამჭერმა ორგანიზაციებმა - ლინეატმა, საქპატენტმა, საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნულმა ასტროფიზიკურმა ობსერვატორიამ, ფინალურ ეტაპზე გასული გუნდები სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა.

კონკურსის ფარგლებში, 13-17 წლის ასაკის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინოვაციური პროექტები კოსმოსის, ავიაციის, რობოტექნიკის, მობილური ტექნოლოგიებისა და აპლიკაციების, გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და სხვა STEM სფეროებში.

2014 წელს დაარსებიდან დღემდე, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან, კონკურსში 4,000-მდე მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული.

2025 წელს კონკურსმა რეკორდული ინტერესით ჩაიარა და მასში მონაწილეობდა 101 გუნდი, 337 მოსწავლე, საქართველოს ყველა რეგიონიდან. წელს კონკურსში ჩართული სკოლების 28% კერძოა, ხოლო 72% – საჯარო. მოსწავლეების 53% რეგიონებიდანაა, ხოლო 47% თბილისიდან. 54% გოგონაა, ხოლო 46% ვაჟი. ფინალში გადავიდა 12 გუნდი.

დეტალებისთვის იხილეთ ბმულზე: www.millennium.org.ge

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე