„საზოგადოება ივერიისა“ - სპეციალურად დამზადდა წმინდა მამა დავით გარეჯელის ხატი და ლუსკუმა, რომელშიც წმინდა მადლის ქვა ჩაბრძანდა

„საზოგადოება ივერიისას“ ინიციატივით, სპეციალურად დამზადდა წმინდა მამა დავით გარეჯელის ხატი და ლუსკუმა (ავტორი: დავით კაკაბაძე უმცროსი), რომელშიც წმინდა მადლის ქვა ჩაბრძანდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „საზოგადოება ივერიისა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით სიწმინდე დაბრძანდება წმინდა სამების საკათედრო ტაძარში და მრევლს საშუალება ექნება მოილოცოს.

„საზოგადოება ივერიისას“ ეს ინიციატივა განხორციელდა ქართული საზოგადოების მიერ გაღებული შემოწირულობით. ამ გზით თითოეულ შემომწირველს საშუალება ჰქონდა ჩართულიყო განსაკუთრებული სიწმინდის ღირსეულად წარმოჩენის საქმეში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით სიწმინდე დაბრძანდება წმინდა სამების საკათედრო ტაძარში და მრევლს საშუალება ექნება მოილოცოს.

„საზოგადოება ივერიისა“ რომელიც 2010 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაარსდა, აგრძელებს თავისი საზოგადოებრივი საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებას რომელიც ითვალისწინებს ქართული სიწმინდეების მოვლა-პატრონობასა და წარმოჩენას.

„საზოგადოება ივერიისამ“ ქართული საზოგადოების შემოწირულობით საქართველოს ეკლესიაში დაცული სამი დიდი სიწმინდის: მამა გაბრიელის წმინდა ნაწილისთვის, წმინდა გიორგის მუხლისთვის და ახლა უკვე დავით გარეჯელის წმინდა მადლის ქვისთვის სანაწილეები დაამზადა.

„საზოგადოება ივერიისა“ აღნიშნული პროექტით გამოხატავს ქართული საზოგადოების სურვილს, მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ეკლესიაში დაცული სიწმინდეების მოვლა-პატრონობაში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს