მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილმა იყიდა რუსეთში სახლები და ემზადება გასაქცევად, მაგრამ კრემლი ისეთ რაღაცებს სთხოვს, რისი მიცემაც ამ ეტაპზე არ შეუძლია

მე არასდროს არ მითქვამს, რომ ივანიშვილი რუსეთისგან არ იმართება. მე ვიყავი პირველი 2011-ში, რომელმაც ვთქვი, რომ ის რუსული პროექტია, როცა 90%-ს ეს არ სჯეროდა , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის თქმით, ივანიშვილი „პირდაპირ იღებს ინსტრუქციებს ФСБ-ს გენერლისგან, რომლის ოჯახი მონტენეგროში ცხოვრობს“.

„ეს ამბავი დეტალურად მოჰყვა გიორგი ჩიკვაიძემ, რომელიც დაიჭირეს და მოწამლეს.

მან იყიდა რუსეთში სახლები და ემზადება იქ გასაქცევად, მაგრამ ამავე დროს, კრემლი ისეთ რაღაცებს სთხოვს, რისი მიცემაც მას ამ ეტაპზე არ შეუძლია და ამიტომ პერიოდულად აკეთებს გარკვეულ მანევრებს, მოსკოვის ყურადღების მისაპყრობად”, - წერს სააკაშვილი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა