ნათია თურნავა - პრემიერის ინიციატივა დაბალინფლაციური გარემოს შენარჩუნებას და ფასების სტაბილურობას  შეუწყობს ხელს

პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინიციატივა და ასეთი ტიპის მონიტორინგი ცალსახად ხელს შეუწყობს ქვეყანაში დაბალინფლაციური გარემოს შემდგომ შენარჩუნებას და ფასების სტაბილურობის მეტად უზრუნველყოფას, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის განცხადებას.

მისივე შეფასებით, აღნიშნული ინიციატივა მიმართულია საცალო ვაჭრობის სფეროში ფასწარმოქმნის მეტი გამჭვირვალობისკენ, მეტი ლოგიკისკენ და პრევენციისკენ, რომ სამართლიანი კონკურენციის პირობები არ დაირღვეს და მომხმარებლების ინტერესები მეტად იყოს დაცული.

"ქვეყანაში ფასების სტაბილურობის შენარჩუნება ეს ეროვნული ბანკის საზრუნავია, ჩვენ ამისთვის კონკრეტული ბერკეტი გაგვაჩნია და ეს არის საპროცენტო განაკვეთი. აღნიშნულის მართვით კი, ვცდილობთ ზეგავლენა მოვახდინოთ ინფლაციაზე და საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მიზნობრივის ირგვლივ ვიქონიოთ.

როგორიც არ უნდა იყოს ეროვნული ბანკის საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებული პოლიტიკა მხოლოდ ამ ბერკეტით შესაძლოა გაჭირდეს ფასების სტაბილურობის შენარჩუნება თუკი ჩვენი მცირე ზომის ეკონომიკის სხვადასხვა სეგმენტში კონკურენცია დაირღვევა. ჩვენ დარწმუნებული ვართ ეს ინიციატივა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ინფლაციური მოლოდინების უკეთ მართვასა და დაბალინფლაციური გარემოს შენარჩუნებაში. ეს არის სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო პრაქტიკასთან, არსებობს შესაბამისი დირექტივები. ეს არ ნიშნავს თავისუფალი ბაზრის პრინციპებში ჩარევას. მთავრობის ვალდებულებაა, რომ იქ სადაც არსებობს ეჭვი სამართლიანი კონკურენციის დარღვევის, კარტერული გარიგებებისა, თუ არალოგიკური ფასნამატების მიმართულებით, - აუცილებელია ქმედება", - აცხადებს ნათია თურნავა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, რომ მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ.

მისივე თქმით, წინასწარი ანალიზის საფუძველზე, შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც მაღალ ფასნამატს და შესაბამისად, მაღალ ფასებს განაპირობებს. მათ შორის, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას