გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი - გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი - მოვისმენთ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად რა საკითხს დააყენებს

ადვოკატის, რობერტ გრიგალაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე გაუთქმელობაზე მოაწერა ხელი, შესაბამისად, საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიცია არ არის შეცვლილი, ის წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, შესაბამისად, დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს, თუმცა მოისმენს პროკურატურის პოზიციასაც და შესაძლოა ალტერნატივა იყოს შეთავაზებული.

რაც შეეხება საქმეში მოწმეთა ჩვენებებს, კითხვაზე, ადასტურებს, თუ არა, რომ არიან მოწმეები, რომლებიც პირდაპირ „ადებენ ხელს“ ლილუაშვილს, მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსანი რომეო მიქაუტაძე, ადვოკატმა თქვა, რომ „არ დაადასტურებს“.

„არ დავადასტურებ. ჩვენებების ქონა და დადასტურება, სხვადასხვაა. ჩვენებები არის, გიდასტურებთ”,

ადვოკატმა გაიმეორა, რომ საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

„მოდი, რადგან გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი, მეტზე არაფერზე შევჯერდები. ის, რაც არის აღკვეთის ღონისძიების მიზნები და საფუძვლები - ჯერ მოვისმენთ პროკურატურა რა საკითხს დააყენებს. ჩვენც გვექნება არგუმენტები”, - განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს