რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 141 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 141 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის 12 რეგიონში, ასევე აზოვის ზღვის თავზე 141 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას რუსულიმედია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი - 62 უპილოტო საფრენი აპარატი - ბრიანსკის ოლქში ჩამოაგდეს, 12 ტულის ოლქში, 11 - კალუგაში, 9 - მოსკოვის ოლქში, 8 ადიღეში, 7 კრასნოდარში, ექვს-ექვსი ყირიმსა და როსტოვში, ხუთი-ხუთი ბელგოროდისა და ვორონეჟის ოლქებში და აზოვის ზღვის თავზე, 4 კურსკის ოლქში და ერთი - ვოლგოგრადში.

რუსული მედიის ცნობით, კრასნოდარის მხარის ტემრიუკის პორტში დრონით თავდასხმის შედეგად ნავთობის ორ ავზს ცეცხლი გაუჩნდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, არავინ დაშავებულა.