დონალდ ტრამპის განცხადებით, შობის დღესასწაულის მიუხედავად, უკრაინის, რუსეთისა და ჩინეთის საკითხებს უნდა დაუბრუნდეს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი სანტა კლაუსის მოლოდინში მყოფ ბავშვებს, საპრეზიდენტო ტრადიციის თანახმად, ტელეფონით ესაუბრნენ.

მათ ბავშვებს ჰკითხეს, რას ელოდნენ სანტასგან და ჰქონდათ თუ არა რაიმე შეკითხვები მასთან.

„სანტა ძალიან კარგი ადამიანია. გვინდა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ცუდ სანტას არ შემოვუშვებთ. სანტა კარგია. სანტას უყვარხარ. სანტას უყვარს ოკლაჰომა, ისევე როგორც მე. იცით, ოკლაჰომა ძალიან კარგი იყო ჩემს მიმართ არჩევნებში. ამიტომ მიყვარს ოკლაჰომა. არასდროს დატოვო ოკლაჰომა, კარგი?“ - უთხრა პრეზიდენტმა ერთ-ერთ ბავშვს ოკლაჰომას შტატიდან.

პრეზიდენტმა შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეუძლია ბავშვების ზარებს მთელი დღის განმავლობაში უპასუხოს, მაგრამ რუსეთთან, ჩინეთთან, უკრაინასთან და სხვა თემებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს უნდა დაუბრუნდეს.

„შეგვიძლია, ეს მთელი დღე გავაგრძელოთ, მაგრამ უნდა დავუბრუნდეთ ჩინეთს, რუსეთს, უკრაინას. სხვა საქმეებსაც უნდა დავუბრუნდეთ“, - აღნიშნა ტრამპმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა