Reuters - ჰონდურასის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა გაიმარჯვა

ჰონდურასის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა გაიმარჯვა, - ინფორმაციას­ Reuters-ი ავრცელებს.

ჰონდურასის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 30 ნოემბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში კონსერვატორმა კანდიდატმა, ნასრი ასფურამ ამომრჩეველთა ხმების 40.3% მოიპოვა, ხოლო მისმა მეტოქემ, ცენტრისტულ-მემარჯვენე „ლიბერალური პარტიის“ კანდიდატმა, სალვადორ ნასრალამ ხმების 39.5% მიიღო.

ნასრალამ არჩევნების შედეგები უარყო და განაცხადა, რომ ჰონდურასის საარჩევნო კომისიამ ყველა საარჩევნო ბიულეტენი არ დაითვალა, თუმცა მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ასფურას ჰონდურასის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

„ჰონდურასელმა ხალხმა თავისი არჩევანი გააკეთა. ჩვენს ნახევარსფეროში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით, აშშ ნასრი ასფურასთან თანამშრომლობას მოუთმენლად ელის“, - წერს რუბიო X-ზე.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა არჩევნებამდე ნასრი ასფურას მხარდაჭერა გამოუცხადა და განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მასთან ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში ითანამშრომლებდა, ხოლო თუ ასფურა დამარცხდებოდა, მაშინ ჰონდურასს ფინანსურ დახმარებას შეუწყვეტდა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა