სიახლეები „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესისთვის ციფრული საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს. ამ მიზნით, ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკს მნიშვნელოვანი ახალი ფუნქციონალები დაემატა.

განახლებები მიზნად ფინანსების მართვის პროცესის კიდევ უფრო გამარტივებას და სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას ისახავს.

ძირითადი სიახლეები ბიზნეს მობილბანკსა და ინტერნეტბანკში

ყოველთვის ახალ ბიზნეს მობილბანკსა და ინტერნეტბანკში სრულად ციფრულად ხელმისაწვდომია უზრუნველყოფილი სხარტი ბიზნეს სესხი. ამჯერად კი ბიზნესს შეუძლია, არსებული უზრუნველყოფის ფარგლებში გაზრდილი ლიმიტით, 500 000 ლარამდე თანხა მოითხოვოს და ციფრულად გაიაროს დამტკიცების და თანხის მიღების პროცესი.

ბიზნეს ინტერნეტბანკი მომხმარებლებს განახლებული დიზაინით და გამარტივებული გამოცდილებით ხვდება. დაემატა მუქი რეჟიმი (Dark Mode), გაუმჯობესდა ნავიგაცია და განახლდა შეთავაზებების გვერდი, რომელიც ახლა უფრო მეტად ინტუიციურია და ერთ სივრცეში აერთიანებს როგორც B2B, ისე ფინანსურ შეთავაზებებს.

ამასთანავე გამარტივდა ვალუტის კონვერტაციის პროცესი. მომხმარებელი ახლა მარტივად ხედავს ბანკის კურსს, ციფრული არხის კურსს და მათ შორის საკუთარ სარგებელს.

გადარიცხვების მიმართულებას ინოვაციური ფუნქციონალი დაემატა. მომხმარებელს შეუძლია ატვირთოს ინვოისი ფოტოს სახით, რომელსაც სისტემა AI-ის მეშვეობით წაიკითხავს და გადარიცხვის ფორმას ავტომატურად შეავსებს ეს ფუნქცია ამცირებს შეცდომების რისკს და მნიშვნელოვნად ზოგავს ბიზნესის დროს.

ყოველთვის ახალი ბიზნეს მობილბანკი და ინტერნეტბანკი - ამ პრინციპით, საქართველოს ბანკის ციფრული არხები ეტაპობრივად ფართოვდება და როგორც დაფინანსებაზე, ისე ფინანსური მართვის ინსტრუმენტებზე წვდომას ბიზნესს ერთ სივრცეში აძლევს.

გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი ან ისარგებლეთ ინტერნეტბანკით ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში ონლაინ 2 წუთზე ნაკლებ დროში.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის