Reuters - კიმ ჩენ ინი სარაკეტო გამოცდას დაესწრო, რომლის მიზანი მაღალ სიმაღლეზე მოქმედი ახალი ტიპის რაკეტის შესაქმნელად სტრატეგიული ტექნოლოგიების შეფასება იყო

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი სარაკეტო გამოცდას დაესწრო, რომლის მიზანი მაღალ სიმაღლეზე მოქმედი ახალი ტიპის რაკეტის შესაქმნელად სტრატეგიული ტექნოლოგიების შეფასება იყო, - ინფორმაციას Reuters-ი ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო KCNA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩრდილოეთ კორეის მიერ სარაკეტო გამოცდის ჩატარება სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების გაერთიანებულმა შტაბმაც დაადასტურა.

ასევე, KCNA-ის ინფორმაციით, კიმ ჩენ ინი ახალი, 8700 ტონიანი ატომური წყალქვეშა ნავის მშენებლობის პროცესს დააკვირდა, რომელსაც საზენიტო რაკეტების გაშვება შეუძლია.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა