ათწლეულები „თეგეტასთან“ ერთად - კომპანიამ 195 თანამშრომელი საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვა

„თეგეტას“ 30-წლიანი გზა და ადამიანები, რომლებიც კომპანიის წარმატების ისტორიას ქმნიან - „თეგეტა ჰოლდინგმა“ „თანამშრომლების დაჯილდოება 2025“ განსაკუთრებულ გარემოში აღნიშნა. 10-, 15-, 20- და 30-წლიანი გამოცდილების მქონე თანამშრომლებს საგანგებოდ შერჩეული ჯილდოები საზეიმოდ გამართულ ღონისძიებაზე გადასცეს.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი ოფიცერი: „თეგეტასათვის“ გუნდი მთავარი ღირებულებაა. ჩვენ გვჯერა, რომ თანამშრომლის ზრუნვასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული ბიზნესი მეტად წარმატებული, განვითარებაზე ორიენტირებული და პროგრესულია. როდესაც ვაფასებთ „თეგეტას“ გზას ერთი პატარა მაღაზიიდან ავტოინდუსტრიის ლიდერობამდე, სწორედ თეგეტელების დამსახურებაა, საამაყოა, რომ „თეგეტაში“გუნდის ასეულობით წევრი გვყავს 10-15-20 და 30 წლის გამოცდილებით, რომელთა ერთგულებითა და პროფესიონალიზმით შეიქმნა ბრენდი, რომელსაც დღეს მთელ რეგიონში იცნობენ და ენდობიან. განსაკუთრებული მადლობა მათ ასეთი თავდაუზოგავი შრომისათვის“.

დღეს „თეგეტა ჰოლდინგში“ 3000-მდე თანამშრომელი მუშაობს. მათ შორის 100-ზე მეტს 10-წლიანი გამოცდილება აქვს, 80-მდე თანამშრომელი 15 წელს ითვლის, 13 თეგეტელი უკვე 20 წელია გუნდის წევრია, ხოლო 3 ადამიანი კომპანიას დაარსების დღიდან მოჰყვება. ასეთ ერთგულებას „თეგეტაში“ კონკრეტული მიზეზით ხსნიან - კომპანიამ შეძლო და შექმნა ისეთი გარემო, სადაც პირადი და ორგანიზაციული მიზნები ერთმანეთს ემთხვევა, სადაც ერთად გატარებული წლები საერთო მომავალში ითარგმნება.

რუსუდან სანიკიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული სერვისების მთავარი ოფიცერი: „თეგეტაში“ თანამშრომელთა მრავალწლიანი ერთგულება მხოლოდ სტატისტიკური მაჩვენებელი არ არის — ეს არის სოციალური კაპიტალის დაგროვების ფორმა. როდესაც ადამიანი კომპანიაში ათწლეულებს ატარებს, ეს მეტყველებს არა მხოლოდ მის პროფესიულ განვითარებაზე, არამედ იმაზე, რომ ორგანიზაცია იქცევა საკუთარი თანამშრომლებისთვის სტაბილურობის, ღირსებისა და თვითრეალიზაციის სივრცედ. დაჯილდოების ეს ღონისძიება არ არის უბრალოდ სამსახურში გატარებული წლების აღნიშვნა — ეს არის გზის, ურთიერთობისა და თანაზიარების აღიარება. იმ გზის, რომელსაც ორგანიზაცია და ადამიანი ერთად გადიან, ერთმანეთისგან სწავლობენ და ერთმანეთს აყალიბებენ“.

დაჯილდოების ცერემონიისათვის ახალი ვიზუალური იდენტობა შეიქმნა და თითოეული დეტალი საგანგებოდ გაიწერა. „ვილა მოსავლის“ განახლებულ სივრცეში 195 თანამშრომლის პატივსაცემად სახელობითი დროშები გამოიფინა. განსაკუთრებული იყო ღონისძიების მუსიკალური ნაწილიც.

თეგეტელებთან ერთად ჰყვებოდა კომპანიის ისტორიას ის ჯილდოც, რომელიც ცერემონიისთვის ექსკლუზიურად შეიქმნა. კონცეფცია და დიზაინი NS Product-თან თანამშრომლობით შემუშავდა. საბოლოო ფორმა კი ვენეციაში DE Castelli-ს მეტალის ცნობილ საამქროში მიიღო, სადაც იტალიელმა ოსტატებმა დიზაინი ფურცლიდან რეალობად აქციეს. თეონა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ კრეატიული დირექტორი: „ჩვენი თანაგუნდელების შრომა და ერთგულება ის მტკიცე საძირკველია, რასაც „თეგეტა“ ემყარება. გვინდოდა, მადლობის ნიშნად ისეთი ჯილდო შეგვექმნა, რომელიც მათთან ერთად კომპანიის განვლილ გზას მოჰყვებოდა. ნამუშევარში ის მახასიათებლები გავაერთიანეთ, რომლებიც სწორედ ჩვენმა თანამშრომლებმა შექმნეს - განვითარებაზე ორიენტირებული ხასიათი, დინამიკურობა და არქიტექტურული ფორმები, რაც ჰოლდინგის ინფრასტრუქტურას გამოარჩევს. მიგვაჩნია, რომ ყურადღება და ზრუნვა არა მხოლოდ ერთჯერადად გამოხატული მადლიერების ნიშანია, არამედ ერთად გადადგმული კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი“.

წარმატების ისტორიები და ნაბიჯები კომპანიამ ერთ წიგნად შეკრა, რომელიც თანამშრომელთა გამოცდილებას, გამოწვევებსა და ემოციებს აღწერს. ეს ერთგვარი კატალოგია, რომელიც „თეგეტას“ მიერ განვლილ სამ ათეულ წელს საკუთარი გუნდის წევრების პერსპექტივიდან ჰყვება. თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „ყველა მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯი, რომლის უკანაც „თეგეტას“ თანამშრომლები დგანან, სტრატეგიულ კომუნიკაციებში იყრის თავს. გვინდოდა, ამ ამბებისთვის, რომლებიც ექსკლუზიური, გამორჩეული და ჩვენთვის ძალიან ძვირფასია, ერთად მოგვეყარა თავი. ვფიქრობთ, ეს პერსონალური ისტორიები კომპანიის ორგანიზაციულ კულტურას ყველაზე ნათლად წარმოაჩენს. გვსურს, ჩვენს თითოეულ თანამშრომელს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენის საშუალება ჰქონდეს. ამ მიზანს სისტემაში აქცევს ჩვენი CSR სტრატეგია, რომლის დიდი ნაწილიც სწორედ კომპანიის გუნდის წევრების კეთილდღეობასა და ინკლუზიური სამუშაო გარემოს შექმნას ეთმობა. თანმიმდევრულად მივყვებით არჩეულ გზას და ამ გზაზე მთავარი სტიმული და ენერგია სწორედ „თეგეტას“ გუნდია“.

„თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან ოპერირებს. ჰოლდინგი ამაყობს საკუთარი ისტორიით, რომ პატარა მაღაზიიდან რამდენიმე წელიწადში კომპანია რეგიონის ლიდერ ბრენდად ჩამოყალიბდა და, თავის გუნდთან ერთად, დღემდე ხარისხის უმაღლეს სტანდარტს ქმნის.

„თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. ,,თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი”, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

(R)

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში