იაპონიის მთავრობამ რეკორდული თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც ჩინეთის შეკავებაზეა მიმართული

იაპონიის მთავრობამ მომავალი წლისთვის რეკორდული თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც 9 ტრილიონ იენს (58 მილიარდი დოლარი) აღემატება, - ინფორმაციას The Associated Press-ი ავრცელებს.

რეკორდული თავდაცვის ხარჯები მიზნად ისახავდა ქვეყნის საპასუხო დარტყმის შესაძლებლობების და სანაპირო დაცვის გაძლიერებას ფრთოსანი რაკეტებითა და დრონებით რეგიონში მზარდი დაძაბულობის საპასუხოდ.

2026 წლის ფისკალური ბიუჯეტის პროექტი, რომელიც აპრილიდან იწყება, 2025 წელთან შედარებით 9.4%-ით მეტია და აღნიშნავს იაპონიის მიმდინარე ხუთწლიანი პროგრამის მეოთხე წელს, რომელიც მიზნად ისახავს შეიარაღებაზე წლიური ხარჯების გაორმაგებას მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე.

The Associated Press-ი წერს, რომ თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა ხდება იაპონიაში ჩინეთის მხრიდან გაზრდილი დაძაბულობის ფონზე. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ ნოემბერში განაცხადა, რომ მისი ქვეყნის სამხედროები შეიძლება ჩაერთონ, თუ ჩინეთი ტაივანის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს.

ბიუჯეტი ითვალისწინებს იაპონიის სარაკეტო შესაძლებლობების გასაძლიერებლად 970 მილიარდ იენზე (6.2 მილიარდი აშშ დოლარი) მეტი თანხის გამოყოფას.

სანაპირო ზოლის დასაცავად, იაპონია 100 მილიარდ იენს (640 მილიონი აშშ დოლარი) დახარჯავს უპილოტო საჰაერო, საზღვაო და წყალქვეშა სათვალთვალო და თავდაცვითი დრონების განლაგებაზე, რაც SHIELD-ის სახელით ცნობილი სისტემის ნაწილია და რომლის ამოქმედებაც 2028 წლის მარტისთვის არის დაგეგმილი.

იაპონიის პარლამენტი ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას მიმდინარე ფისკალური წლის ბოლომდე გეგმავს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა