ანი ნადარეიშვილი - პოლონეთში ვიყავით ემიგრაციაში, ლუკმა-პურის საშოვნელად, ბაჩო რამდენიმე კვირის წინ აპირებდა იქ გაბრუნებას, თუმცა საზღვარზე არ გაუშვეს - რაც გუშინ ბრიფინგზე მოისმინა საქართველომ, სრული ბოდვა იყო

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის განცხადებით, ბაჩო ახალაია რამდენიმე კვირის წინ პოლონეთში აპირებდა წასვლას, თუმცა საზღვარზე არ გაუშვეს.

როგორც ანი ნადარეიშვილი აღნიშნავს, ადრე ისინი პოლონეთში, როგორც ემიგრანტები „ლუკმა-პურის საშოვნელად იმყოფებოდნენ“ და კვლავ აპირებდა უკან გაბრუნებას. რაც შეეხება მიზეზს, თუ რის გამო არ გაუშვეს ბაჩო ახალაია საზღვარზე, ანი ნადარეიშვილის თქმით, მისთვის მიზეზი არ განუმარტავთ.

„ბაჩო, რამდენიმე კვირის წინ აპირებდა უკან გაბრუნებას ისევ პოლონეთში. ჩვენ იქ ემიგრაციაში ვიყავით წასული, როგორც ყველა ემიგრანტი. ლუკმა-პურის საშოვნელად ვიყავით, ბანკში გვაქვს ყველაფერი, ძალიან დიდი დავალიანება გვაქვს. აქ, მოგეხსენებათ, არავინ გვამუშავებს და სამსახურს ვერ ვიშოვით და საზღვარზე არ გაუშვეს, გამოაბრუნეს საზღვრიდან დაახლოებით 3 კვირის წინ.

არაფერი არ უთხრეს მიზეზი. ძალიან კარგად იცოდნენ ჩვენი ყველა გადაადგილება და ჩვენთანაც ვინ მოდიოდა. დიდი ხანია ლუპის ქვეშ ვართ. ის, რაც გუშინ ბრიფინგზე მოისმინა საქართველომ, ეს იყო სრული ბოდვა",- აღნიშნა ანი ნადარეიშვილმა „ტვ პირველთან“ განაცხადა.

ინფორმაციისთვის, გუშინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის მოვლენების მთავარი ორგანიზატორი საქართველოში ბაჩო ახალაია იყო. სუს-ში განმარტეს, რომ მოვლენებს ის ინტერნეტ-აპლიკაციის მეშვეობით ხელმძღვანელობდა და კომუნიკაცია ჰქონდა უკვე დაკავებულ ორგანიზატორებთან. სუს-ის თანახმად, 28 სექტემბრის 21:00 საათიდან მათ დაკავებამდე, შედგა არაერთი სატელეფონო ინტერნეტკომუნიკაცია ინტერნეტაპლიკაციების მეშვეობით - ჯამში ფიქსირდება 343 შემდგარი ინტერნეტსესია, მათ შორის მურთაზ ზოდელავასთან 157-ჯერ, პაატა ბურჭულაძესთან 110-ჯერ, პაატა მანჯგალაძესთან 29-ჯერ, ლაშა ბერიძესთან 26-ჯერ, ირაკლი ნადირაძესთან 21-ჯერ. სუს-ის ინფორმაციით, 4 ოქტომბერს ბოლო კავშირი მურთაზ ზოდელავას ანა ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებულ IP მისამართზე განხორციელებული აქვს "პაატა ბურჭულაძის ძალადობრივი მოწოდებებით გამოსვლამდე" 9 წუთით ადრე, რაც შესაბამისი დასკვნის გამოტანის მყარ საფუძველს იძლევა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი