ირაკლი კობახიძე ბაჩო ახალაიას დაკავებაზე - 4 ოქტომბერს იყო დამხობის მცდელობა, ეს ჩავარდა, დანაშაული დარჩა, ამიტომ ყველა დამნაშავე უნდა იყოს იდენტიფიცირებული - გამოძიება უნდა მივიდეს ბოლომდე და ამით არის დაკავებული სუს-ი

თუ არის დანაშაული ჩადენილი, ამ დანაშაულის გამოძიება უნდა მივიდეს ბოლომდე და ამით არის დაკავებული დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაჩო ახალაიას დაკავებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

რაც შეეხება ახალაიას ოჯახის წევრების განცხადებებს, მთავრობის მეთაურის შეფასებით, ბრალდებულის დაცვა ოჯახის წევრების და ადვოკატების საქმეა.

„რეალურად, ოჯახის წევრებს და ადვოკატებს ვერ გავამტყუნებთ, ბრალდებულის დაცვა არის მათი საქმე და ბუნებრივია, ამას გააგრძელებენ. ამასთან დაკავშირებით რთულია კომენტარის გაკეთება. მთავარი არის ერთი - თუ არის დანაშაული ჩადენილი, ამ დანაშაულის გამოძიება უნდა მივიდეს ბოლომდე და ამით არის დაკავებული დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, გუშინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის მოვლენების მთავარი ორგანიზატორი საქართველოში ბაჩო ახალაია იყო. სუს-ში განმარტეს, რომ მოვლენებს ის ინტერნეტ-აპლიკაციის მეშვეობით ხელმძღვანელობდა და კომუნიკაცია ჰქონდა უკვე დაკავებულ ორგანიზატორებთან. სუს-ის თანახმად, 28 სექტემბრის 21:00 საათიდან მათ დაკავებამდე, შედგა არაერთი სატელეფონო ინტერნეტკომუნიკაცია ინტერნეტაპლიკაციების მეშვეობით - ჯამში ფიქსირდება 343 შემდგარი ინტერნეტსესია, მათ შორის მურთაზ ზოდელავასთან 157-ჯერ, პაატა ბურჭულაძესთან 110-ჯერ, პაატა მანჯგალაძესთან 29-ჯერ, ლაშა ბერიძესთან 26-ჯერ, ირაკლი ნადირაძესთან 21-ჯერ. სუს-ის ინფორმაციით, 4 ოქტომბერს ბოლო კავშირი მურთაზ ზოდელავას ანა ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებულ IP მისამართზე განხორციელებული აქვს "პაატა ბურჭულაძის ძალადობრივი მოწოდებებით გამოსვლამდე" 9 წუთით ადრე, რაც შესაბამისი დასკვნის გამოტანის მყარ საფუძველს იძლევა.

მისივე თქმით, ყველა დამნაშავე უნდა იყოს იდენტიფიცირებული და ზუსტად ამას უკავშირდებოდა სუს-ში გამართული გუშინდელი ბრიფინგი.

„დაველოდოთ გამოძიებას. 4 ოქტომბერს რაც მოხდა, ყველამ ძალიან კარგად იცის. იყო დაანონსებული დამხობის მცდელობა. ეს მცდელობა ჩავარდა, დანაშაული დარჩა დანაშაულად. ყველა დამნაშავე უნდა იყოს იდენტიფიცირებული. ზუსტად ამას უკავშირდებოდა სუს-ში გამართული გუშინდელი ბრიფინგი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში