მარკ რუტე - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ამჟამინდელი კურსის მიუხედავად, ევროკავშირმა აშშ-თან თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობაზე ბოლომდე უარი არ უნდა თქვას

ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, დონალდ ტრამპის ამჟამინდელი კურსის მიუხედავად, ევროკავშირმა ბოლომდე უარი არ უნდა თქვას აშშ-თან თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობაზე.

მისივე თქმით, აშშ-ს აქვს მოლოდინი, რომ ევროპა უფრო მეტ პასუხისმგებლობას აიღებს საკუთარ თავზე და უფრო მეტს დახარჯავს თავდაცვაზე.

„საბოლოო ჯამში, საუბარია იმაზე, რომ ეს შეერთებულ შტატებთან ერთად გავაკეთოთ“, - აღნიშნა რუტემ.

რუტემ ეს განცხადება ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ლიდერის, მანფრედ ვებერის კომენტარებზე გამოხმაურებისას გააკეთა. ვებერის თქმით, ევროპამ უნდა შექმნას „ევროპული ნატო“, რადგან აღარ შეიძლება, რომ აშშ-ს უპირობოდ დაეყრდნონ.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ძალიან აფასებს მანფრედ ვებერს, თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით მას გარკვეულწილად განსხვავებული აზრი აქვს.

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს ნატო-ს. ამაში ეჭვი არ მეპარება“, - აღნიშნა რუტემ.

ამასთან, მისი თქმით, ნატო მხოლოდ შეერთებული შტატები და ევროკავშირის ქვეყნები არ არის.

„როდესაც საუბარია ევროპასა და ნატო-ზე, ეს ევროკავშირზე მეტია“, - განაცხადა რუტემ და ამ კონტექსტში დაასახელა ნატო-ს წევრი ქვეყნები, მათ შორის: გაერთიანებული სამეფო, ნორვეგია, კანადა და შეერთებული შტატები.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს