ადვოკატი - ბაჩო ახალაია წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს, უწოდებს აბსურდულს და სიგიჟეს - არ ენდობა გამოძიებას და ჩვენება არ მისცა

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას ბრალდება წარედგინა.

როგორც ადვოკატმა გია გოროზიამ ბრალის გაცნობის შემდეგ მედიას განუცხადა, ახალია ბრალს არ აღიარებს და სიგიჟეს უწოდებს.

„ბაჩოს პოზიცია გახლავთ ის, რომ ბრალდება არის სრულიად უსაფუძვლო, უარგუმენტო და აბსურდული, პირდაპირ გითხრათ, სიგიჟე. მას ბრალი წარედგინა იმისთვის, რომ პირადად მურთაზ ზოდელავასთან და პაატა ბურჭულაძესთან აკავშირებს ნაცნობობა და მეგობრობა - ეს არის ბრალის ფორმულირება. გავეცანით ბრალდებას და იქ რაიმე არგუმენტი, კონკრეტული გარემოებები, რაიმე მყარი მტკიცებულება, თუნდაც რაიმე სახის ინფორმაცია, რომ მას რაიმე გარკვეული ქმედებით ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაული - ასეთი მოცემულობა ბრალში ვერ ვნახე. ის წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს, ვინაიდან, უწოდებს აბსურდულს და სიგიჟეს“, - აღნიშნა ადვოკატმა.

ამასთან, ადვოკატი აცხადებს, რომ ბაჩო ახალაიას გამოძიებისთვის ჩვენება არ მიუცია.

"არ ენდობა გამოძიებას და ამ მოტივით მან გამოძიებას ჩვენება არ მისცა“, - აცხადებს ადვოკატი.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ ფიქრობთ, რომ საქმე არის პოლიტიკური ნიშნით, ადვოკატმა უპასუხა: „აი, ეგ არის ზუსტად ბრალი“.

ადვოკატმა აღნიშნა, რომ ბრალის ფორმულირებაზე განმარტებისგან თავს იკავებს და გაიმეორა, რომ ახალიას „ბრალი წარდგენილი აქვს მურთაზ ზოდელავასთან, პაატა ბურჭულაძესთან მეგობრობისა და ნაცნობობისთვის”.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს