იაპონიაში 67 ავტომობილის მონაწილეობით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - დაიღუპა 2 და დაშავდა 26 ადამიანი, შემთხვევის გამო გაჩენილი ხანძრის შედეგად კი  20-მდე ავტომობილი დაიწვა

იაპონიაში 67 ავტომობილის მონაწილეობით მასშტაბური ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ავტოსაგზაო შემთხვევა პარასკევს საღამოს, გუმის პრეფექტურაში, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მოხდა.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, დაშავებულთაგან ხუთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

მედიის ცნობით, ინციდენტი მაშინ დაიწყო, როდესაც ორი სატვირთო ერთმანეთს შეეჯახა, ხოლო სხვა მძღოლებმა ავტომობილებზე კონტროლი ყინულის გამო დაკარგეს.

ავტომაგისტრალზე შეჯახებების სერია 300 მეტრის მანძილზე გაგრძელდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხანძარი გაჩნდა და დაახლოებით 20 ავტომობილი დაიწვა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს