ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებამ დაკარგა მოსახლეობასთან ურთიერთობის ძარღვი, ეს არახალია, ასე ემართება ძალაუფლებაში დიდხანს მყოფ უკლებლივ ყველა ხელისუფალს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, 2025 წელი სრულდება და ახლა ის დროა, რამდენადაც შესაძლებელია შევეცადოთ 2025 წლის წლის შედეგების შეჯამება.

რადგან, წლევანდელი წლის წარმატებებზე მმართველი გუნდი მუდმივად საუბრობს, ალბათ მართებული იქნება, თუ იმ პრობლემებზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომელიც ქვეყანასაც ბლომად აქვს და ხელისუფლებას.

ხელსუფლებაში ყოფნის 13 წლის შემდეგ მმართველი გუნდისთვის, სავარაუდოდ, როგორ გამოიყურება საშინაო პოლიტიკის მთავარი პრობლემები?

- ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ხელისუფლებამ დაკარგა მოსახლეობასთან ურთიერთობის ძარღვი. ეს არახალია, ასე ემართება უკლებლივ ყველა ძალაუფლებაში დიდხანს მყოფ ხელისუფალს.

ზუსტად ამიტომ დემოკრატიულ საპრეზიდენტო რესპუბლიკებში დაწესებულია სათანადო ცენზი - როგორც წესი, ერთი პირი პრეზიდენტად მხოლოდ ორჯერ შეიძლება იყოს არჩეული. გახსოვთ ალბათ რა ხრიკებითა და ილეთებით ამ ცენზს ვლადიმერ პუტინი გაურბოდა.

ხელისუფლებას დაავიწყდა, რომ თანამედროვე გაგებით დემოკრატია არა უმრავლესობის დიქტატი, არამედ უმცირესობის აზრის პატივისცემაა. გთხოვთ დააკვირდეთ რაზეა ხელისუფლების ნარატივი აგებული

დემოკრატიულ საპარლამენტო რესპუბლიკებში უმრავლესობას ჩვეულებრივ პარტიათა კოალიცია ქმნის, რაც თეორიულადაც ერთპარტიულ მმართველობას გამორიცხავს.

ხელისუფლებას დაავიწყდა, რომ თანამედროვე გაგებით დემოკრატია არა უმრავლესობის დიქტატი, არამედ უმცირესობის აზრის პატივისცემაა. გთხოვთ დააკვირდეთ რაზეა ხელისუფლების ნარატივი აგებული.

თურმე არსებობს კორუმპირებული, ფაშისტური, აგრესიული, ომის მოწადინე ევროპული ბიუროკრატია, რომელსაც საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევა სურს. ხოლო ჩვენი მთავრობა, ხალხზე ზრუნვით დაკავებული, ამ ავ ზრახვებს გმირულად ეწინააღმდეგება. დემოკრატიის პრინციპი, ადამიანების უფლებების დაცვა, პრესის თავისუფლება თურმე არაფერ შუაშია. ეს ყველაფერი თურმე მხოლოდ ავი ზრახვების „შესაფუთი მასალაა“

თურმე არსებობს კორუმპირებული, ფაშისტური, აგრესიული, ომის მოწადინე ევროპული ბიუროკრატია, რომელსაც საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევა სურს. ხოლო ჩვენი მთავრობა, ხალხზე ზრუნვით დაკავებული, ამ ავ ზრახვებს გმირულად ეწინააღმდეგება. დემოკრატიის პრინციპი, ადამიანების უფლებების დაცვა, პრესის თავისუფლება თურმე არაფერ შუაშია. ეს ყველაფერი თურმე მხოლოდ ავი ზრახვების „შესაფუთი მასალაა“.

მეტიც, ბატონმა შალვა პაპუაშვილმა ისიც კი თქვა, რომ ჩვენ შიდა საქმეებში ჩარევის უფლებას არავის მივცემთო. თქვენ ახლგაზრდა ხართ და ალბათ არ გახსოვთ, რომ ზუსტად ასეთ სიტყვებს საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი გრომიკო თითქმის ყოველ თავის გამოსვლაში, მათ შორის გაეროს ტრიბუნიდან, აჟღერებდა.

ევროპას საქართვალოში მიმდინარე პროცესები იმიტომ ადარდებს, რომ ეს პროცესები საქართველოს ერთიან გლობალიზებულ ოჯახს წყვეტს და აშორებს, ხოლო ევროპას საქართველოს დაკარგვა, რასაკვირველია, არ სურს. რუსეთთან ომში ჩათრევის სურვილი, მერწმუნეთ, უნიჭო მითებია

ეხლა ამ პრობლემას მინდა უფრო ზოგადად შევხედოთ. დღეს მსოფლიო გლობალიზებულია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ლიბერალური, ფინანსურ მანქანებზე დაფუძნებული ეკონომიკა მართავს.

ამ საერთო ნაკადს სულ უფრო თვალსაჩინოდ ჩინურ-რუსული ალიანსი ეწინააღმდეგება, რომელსაც თავიანთი სატელიტებითურთ, მაგალითად, ბელარუსისა და ჩრდილო კორეითურთ, მეორე საპირწონე გლობალური მნიშვნელობის ცენტრის შექმნა სურს. ისეთივე ცენტრის, რომელსაც საბჭოთა კავშირის ჩამოშლამდე ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნები წარმოადგენდა. ანუ გლობალიზებული სამყაროს ისევ ბიპოლარული სამყაროთი ჩანაცვლება უნდათ. ამ იდეათა და გავლენათა ჭიდილში ნეიტრალური პოზიცია არ არსებობს. ნახეთ, რა დაემართა სირიას, პალესტინას და რა ელის კიდევ წინ ირანს.

გლაბალიზებულ სამყაროში საარსებოდ ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი. დემოკრატიის პრინციპების უგეულებელყოფა ქვეყანას გლობალიზებულ სამყაროს ჩამოაშორებს.

ევროპას საქართვალოში მიმდინარე პროცესები იმიტომ ადარდებს, რომ ეს პროცესები საქართველოს ერთიან გლობალიზებულ ოჯახს წყვეტს და აშორებს, ხოლო ევროპას საქართველოს დაკარგვა, რასაკვირველია, არ სურს. რუსეთთან ომში ჩათრევის სურვილი, მერწმუნეთ, უნიჭო მითებია.

ხელისუფლებას ქუჩის პროტესტის დახშობა სურს და იმის პლაკატური ჩვენება, რომ ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა და მოსახლეობა კმაყოფილია და ერთხმად უჭერს მხარს მმართველ ძალას. ეს ძალიან სახიფათო სტრატეგიაა - საბჭოთა კავშირი იდეოლოგიურად სწორედ გამოუთქმელმა, მაგრამ მასიურმა „სამზარეულოს პროტესტმა“ ჩამოშალა

- 2025 წელი აღმოჩნდა ის წელი, როცა პარლამენტმა არა ერთი კანონი მიიღო ისეთი, რომლითაც გამკაცრებულია საპროტესტო აქციების ჩატარება, ახლა საპროტესტო აქციების ჩატარება ტროტუარზეც კი პრობლემურია.

ამას წინ უძღვოდა 400-მდე აქციებში მონაწილეების ცემა, ასობით მოქალაქის 5 ათასი ლარით დაჯარიმება, საჯარო სამსახურებიდან პროევროპულად განწყობილი მოხელეების გაშვება. აღარაფერს ვამბობ გამკაცრებულ საარჩევნო კოდექსზე, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე, რომლის მიზანია უმსხვილესი ოპოზიციური პარტიების აკრძალვა.

ვითარებაში, როცა მმართველი გუნდი პრაქტიკულად ყველაფერს აკონტროლებს, მმართველ გუნდს საშინაო პოლიტიკაში იმ ტიპის სიხისტე, რომელსაც ავლენს, არ უნდა სჭირდებოდეს, მაგრამ ვხედავთ, რომ სიხისტის ხარისხი კი არ იკლებს, არამედ მატულობს კიდეც.

საშინაო პოლიტიკაში ამგვარი მეთოდების გამოყენების მიზანი თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს?

- ხელისუფლება ორმხრივად ბასრ მახვილს ჭედავს, რომელიც დიდი ალბათობით თავის დროზე მას ზურგში ჩაესობა. ასეთი რამ უახლოეს ისტორიაში ბევრჯერ მომხდარა. საქმე იმაშია, რომ ხელისუფლებას ქუჩის პროტესტის დახშობა სურს და იმის პლაკატური ჩვენება, რომ ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა და მოსახლეობა კმაყოფილია და ერთხმად უჭერს მხარს მმართველ ძალას. ეს ძალიან სახიფათო სტრატეგიაა - საბჭოთა კავშირი იდეოლოგიურად სწორედ გამოუთქმელმა, მაგრამ მასიურმა „სამზარეულოს პროტესტმა“ ჩამოშალა.

მეორე მხრივ, ხელისუფლებას არა ტოტალიტარული სისტემით გამოჩეკილ ერთფეროვან რუხ ხალხის მასასთან, არამედ თავისუფლების მოყვარე, მედგარ, უშიშარ ქართველ ახალგაზრდობასთან აქვს საქმე.

ხელისუფლების მცდელობა წარმოაჩინოს, თითქოს პროტესტი „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ყოფილიყოს ინსპირირებული, დიდი შეცდომაა. ეს გზა ტაძართან არ მიგვიყვანს

ქართველი კაცი დიქტატურას არასდროს აღარ შეეგუება. უპირობო ხისტი მმართველობის ყველა მცდელობამ შეიძლება მსხვერპლი გამოიღოს, რის ნიშნებს ეხლა ცალსახად ვხედავთ, მაგრამ სტრატეგიულად უშედეგო იქნება. ამიტომ ხელისუფლების მცდელობა წარმოაჩინოს, თითქოს პროტესტი „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ყოფილიყოს ინსპირირებული, დიდი შეცდომაა. ეს გზა ტაძართან არ მიგვიყვანს.

თუ ბატონი ვიქტორ ყიფიანი პოლიტიკაში ჩაერთო, მაშინ ხელისუფლებას თავისი სტრატეგიის, ტაქტიკისა და ნარატივის ძირფესვიანად გადახედვა მოუწევს

მადლობა ღმერთს, ახალგაზრდობას მობეზრდა პოლიტიკური კინკლაობა და თავის გზას მისდევს. ვინც ამ გზას წინ დაუდგება, ან წაილეკება, ან, თუ მოგრეხს ახალგაზრდობას, საქართველოს მომავალს საერთოდ დაუკარგავს.

- ამას წინათ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი -2-ს“ ეთერში თქვა, - „ჩვენი ოპონენტები დისკუსიას გაურბიან, მონოლოგის რეჟიმში არიან და ათას სისულელეს ლაპარაკობენ, რადგან ოპონენტი არ ყავთ.

არადა წლებია "ქართულ ოცნებას" უარი აქვს ნათქვამი დებატებზე, ოპოზოციურ არხებზე მისვლაზე და ახლა პრემიერი მხრიდან იმაზე საუბარი რომ ოპოზიცია დისკუსიას გაურბის, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია. პრემიერის ამ განცხადების შემდეგ არა ერთმა ოპოზიციურად განწყობილმა ადამიანმა გამოთქვა ხელისუფლებასთან დისკუსიაში შესვლის სურვილი.

პოლარიზაციის დონე რომ ძალიან მაღალია, იმის ბრალიცაა რომ პოლიტიკური კლასი ერთმანეთთან არც დიალოგშია და არც დისკუსიაში.

პოლარიზაცია მუდმივად კი არ უნდა იზრდებოდეს, არამედ იკლებდეს და დაპირისპირებული ჯგუფები კონსენსუსამდე მიდიოდნენ.

თუ საშინაო პოლიტიკაში არსებული დინამიკა შენარჩუნდა, სავარაუდოდ, ამან სანამდე შეიძლება მიგვიყვანოს?

ანაც, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები საშინაო პოლიტიკაში 2026 წელს?

- გაგიკვირდებათ, მაგრამ პრემიერის სიტყვებში, მართალია ირიბი სარკით დანახული, მაგრამ ბევრი სიმართლეა. ჩვენ ერთ მუშტად შეკრული ოპოზიცია არ გვყავს. სხვათა შორის, მის დასაქსულობას 4 ოქტომბრის მოვლენებმაც შეუწყო ხელი. ეს დღე ხელისუფლებამ ოპოზიციას ცალსახად მოუგო, რაც ოპოზიციის ინტელექტუალურ უნარ-ჩვევებს გვიჩვენებს. 2026 წლის საშინაო პოლიტიკა კი დიდწილად ორ გარემოებაზე იქნება დამოკიდებული.

პირველი და უმთავრესი გახლავთ ახალი ცენტრისტული პოლიტიკური აქტიორის გამოჩენის შესაძლებლობა. ამ თვალსაზრისით საგულისხმოა ბატონი ვიქტორ ყიფიანის სიტყვები, რომ „ჯეოქეისი“ განიხილავს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის შესაძლებლობას.

მართალია, ეს ორგანიზაცია ჩემთან არ თანამშრომლობს, მაგრამ მე მის და მისი ლოდერის შესაძლებლობებს ძალიან დადებითად ვაფასებ. თუ ასე მოხდა და ბატონი ვიქტორ ყიფიანი პოლიტიკაში ჩაერთო, მაშინ ხელისუფლებას თავისი სტრატეგიის, ტაქტიკისა და ნარატივის ძირფესვიანად გადახედვა მოუწევს.

თუ განვიხილავთ აშშ-ს დღევანდელ პოლიტიკას კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში, საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორიბა მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ამიტომ ევროკავშირიგან განსხვავებით, ხელისუფლება ამერიკის მიდგომას აუგად ვერ ააგდებს

მეორე უმნიშვნელოვანესი გარემოება დამოკიდებულია იმაზე თუ როდის შეიმუშავებს აშშ საქართველოსთან მიმართებით თავის მიდგომას. პრეზიდენტ ტრამპს ჩვენთვის ჯერ არ ცალია, იგი უკრაინის პრობლემებითაა დაკავებული. მაგრამ აუცილებლად მოიცლის.

გავიხსენოთ ჰენრი კისინჯერის გამჭრიახული გამონათქვამი: „ამერიკას არ ჰყავს მუდმივი მეგობრები და მტრები, მას აქვს ინტერესები“. თუ განვიხილავთ აშშ-ს დღევანდელ პოლიტიკას კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში, საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორიბა მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ამიტომ ევროკავშირიგან განსხვავებით, ხელისუფლება ამერიკის მიდგომას აუგად ვერ ააგდებს.

ხელისუფლებები იცვლება, ქართველი კაცი კი არა. კორუფციის მთლიანად აღმოფხვრა უტოპიაა. ქართული მენტალიტეტი, როცა ოჯახის კეთილდღეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სახელმწიფო, ისტორიულად ჩამოყალიბდა და, სხვათა შორის, ისტორიის დრამატულ პერიპეტიებში გადაგვარჩინა

თუ ამ გარემოებებიდან ვერც ერთმა ვერ იმუშავა, მაშინ 2026 წელი 2025 წლის გაგრძელება იქნება და ჩვენ განვაგრძნობთ შავი ხვრელისკენ ლატენტურ ჩამოცოცვას.

- 2025 წელი იმითაც იყო ხმაურიანი, რომ მმართველმა გუნდმა კორუფციის ბრალდებით ყოფილი თანაგუნდელები დააკავა.

მმართველი გუნდი ამბობს რომ ექს-პრემიერი ღარიბაშვილი, თავდაცვის ექს-მინისტრი ბურჭულაძე, ინფრასტრუქტურის ექს-მინისტრი ქარსელაძე, ეკონომიკის მინისტრის ექს-მოადგილე მიქაუტაძე და უსაფრთხოების უფროსი ლილუაშვილი მექრთამე აღმოჩნდა.

ოპოზიცია ყოფილი მაღალჩინოსნების კორუფციის ბრალდებით დაკავებას კლანებს შორის ბრძოლად აფასებს, მმართველი გუნდის მხარდამჭერები მათ დაკავებებს მმართველი გუნდის სიძლიერედ მიიჩნევენ და თვლიან რომ ხელისუფლებას აქვს უნარი თავის რიგებში ებრძოლოს კორუფციას.

ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით არანაირ კორუფციასთან ბრძოლას არ ვადევნებთ თვალს, მომხდარი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილის კარზე კობახიძის ჯგუფმა გაიმარჯვა.

მაგრამ, მომხდარი იმასაც ნიშნავს რომ ქვეყანაში საკვანძო პოზიციებს ხელმძღვანელობდნენ ადამიანები, ვისაც ქვეყნის უსაფრთხოებაზე უნდა ეზრუნათ. ეს იმასაც შეიძლება ნიშნავდეს რომ სახელისუფლებო სტრუქტურებში კორუფცია საკმაოდ მაღალია და წესით, კორუფციასთან ბრძოლა ამით არ უნდა დასრულდეს.

თქვენ როგორ შეაფასებდით ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის წაყენებულ ბრალდებებს? ვინ შეიძლება იყოს შემდეგი?

და რამდენად შეიძლება აღმოჩნდეს კორუფციული ფაქტები მმართველი გუნდისთვის საშინაო პოლიტიკის პრობლემა?

- ხელისუფლებები იცვლება, ქართველი კაცი კი არა. კორუფციის მთლიანად აღმოფხვრა უტოპიაა. ქართული მენტალიტეტი, როცა ოჯახის კეთილდღეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სახელმწიფო, ისტორიულად ჩამოყალიბდა და, სხვათა შორის, ისტორიის დრამატულ პერიპეტიებში გადაგვარჩინა.

იმედია, ხელისუფალთ ეს ესმით. მაშინ კი ცხადია, რომ, როგორც ადრე მრავალ ინტერვიუში მაქვს აღნიშნული, კორუფციასთან ბრძოლა „ქართული ოცნების“ წიაღში შიდა პროცესებს უკავშირდება და ძალთა გადანაწილებას მიუთითებს.

ანტიკარტელური კანონმდებლობა უნდა დაიხვეწოს და რეალურად ამუშავდეს. ეს აპრიორულია. სულ სხვა საქმეა, რატომ მაინცდამაინც ეხლა პრემიერმა ეს კამპანია წამოიწყო და თუ ხისტი ზომები იქნა გატარებული, ხომ არ გამოიწვევს იგი სამომხმარებლო დეფიციტს?

ეს უკვე ბევრმა თქვენმა რესპონდენტმა აღნიშნა. შემდეგი კი შეიძლება იყოს ნებისმიერი წინა ადმინისტრაციების მაღალჩინოსანი, ვინც ამჟამინდელ მმართველ გუნდს არ მოეწონება.

- მმართველი გუნდი მთელი წელი ამბობდა, რომ ეკონომიკური განვითარებით საქართველო ევროპულ ქვეყნებზე წინაა, მაგრამ, ცხადადაც კი ჩანდა, რომ ჩვენთან ეკონომიკური ზრდა რუსეთ-უკრაინის ომის გამო გაჩენილი ფაქტორებით იყო განპირობებული.

ორიოდე დღის წინ პრემიერმა ისაუბრა იმაზე, რომ საქართველოში სურსათზე ფასები ევროპულზე მაღალია. მისივე მტკიცებით, რჩება შთაბეჭდილება რომ ბაზრის მოთამაშეები კარტერული პრინციპით მუშაობენ და პროკურატურას ამ თემაზე გამოძიების ჩატარება დაავალა.

ოპონენტების მტკიცებით, პრემიერის ეს განცხადება იმის ნიშანია, რომ ხელისუფლება სავაჭრო ქსელების რეპრესიებს დაიწყებს. რამდენად საფუძვლიანია ამგვარი ეჭვები მალე გამოჩნდება. თუმცა, აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველოს სავაჭრო ქსელებში პროდუქტების უმრავლესობა რუსული წარმოშობისაა. ანუ, ქართული ბაზარი ზომაზე მეტად კი დამოკიდებულია რუსულ პროდუქციაზე.

თქვენ როგორ შეაფასებდით 2025 წლის ბოლოს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას? და სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს პრემიერის მხრიდან სავაჭრო ქსელებთან დაკავშირებული განცხადებები?

- ანტიკარტელური კანონმდებლობა უნდა დაიხვეწოს და რეალურად ამუშავდეს. ეს აპრიორულია. სულ სხვა საქმეა, რატომ მაინცდამაინც ეხლა პრემიერმა ეს კამპანია წამოიწყო და თუ ხისტი ზომები იქნა გატარებული, ხომ არ გამოიწვევს იგი სამომხმარებლო დეფიციტს?

ამ მოსაზრებას ერთი რამ უნდა დავუმატოთ. ბიზნესმენის შეფასება არა მისი პოლიტიკური სიმპათიების, არამედ მისი საქმიანობის ანალიზზე დაყრდნომით უნდა მოხდეს.

რუსეთ-უკრაინის ომმა ქვეყანას მცირე, მაგრამ მრავალმხრივი შესაძლებლობები დაუმატა და ხელისუფლებამ ისინი ნაწილობრივ მაინც გამოიყენა. საქართველომ ღარიბ ქვეყნებს გაუსწრო და ეკონომიკურად ვითარდება

ეხლა, იმის თქმა, რომ საქართველოს ეკონომიკა რუსეთ-უკრაინის ომით იყო წახალისებული, არასწორია. ქართული ეკონომიკა ნელა, მაგრამ თანმიმდევრულად ვითარდება, რასაც უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტები ძალიან უწყობს ხელს.

რუსეთ-უკრაინის ომმა ქვეყანას მცირე, მაგრამ მრავალმხრივი შესაძლებლობები დაუმატა და ხელისუფლებამ ისინი ნაწილობრივ მაინც გამოიყენა. საქართველომ ღარიბ ქვეყნებს გაუსწრო და ეკონომიკურად ვითარდება. ამაზე ბევრი შეგვიძლია ვილაპარაკოთ.

2012 წლიდან, ანუ 13 წლის განმავლობაში, ოპოზიციას ერთი და იგივე პრობლემები აქვს და მათთან გამკლავების სტრატეგია მან ვერ შეიმუშავა

- ფაქტია, რომ მოახლოებულ 2026 წელს ოპოზიციური სპექტრი იმავე პრობლემებით შეხვდება, რომელიც მას 2012 წლიდან აქვს.

ოპოზიციურ ფლანგზე ბევრს კი საუბრობენ ერთიანობაზე, მაგრამ, ფაქტია, რომ პროდასავლურ ოპოზიციაში ერთიანობის მიღწევა ჭირს.

დამკვირვებელთა ნაწილი ოპოზიციას ვადამდელი არჩევნებისთვის მომზადებას ურჩევს, ასეა მიუხედავად იმისა, რომ იმ ვითარებაში, რომელშიც ვართ, ძნელად წარმოსადგენია „ქართულმა ოცნებამ“ ვადამდელი არჩევნები დანიშნოს.

თუ იგი ასეთ ნაბიჯზე წავიდა, ეს ალბათ მხოლოდ მაშინ შეიძლება მოხდეს, როცა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ იქნებიან აკრძალული ის პარტიები, რომლებმაც 2024 წლის არჩევნებზე ერთად ხმათა 47% მიიღეს, ანუ „ქართულ ოცნებაზე“ 7%-ით ნაკლები მიიღეს.

არც ისაა მოსალოდნელი, რომ ხელისუფლებამ ციხეებიდან გამოუშვას აქციებისას დაკავებულები, რომლებიც, არაა გამორიცხული პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაერთონ. მაგრამ, ეს ნაწილობრივ მაინც იქნება იმის აღიარება, რომ მათთვის გამოტანილი სარჩელები, როგორც მინიმუმ, არასამართლიანი იყო.

ოპოზიციაში 13 წლიანი ყოფნის შემდეგ, საშინაო პოლიტიკაში ოპოზიციას რა მთავარი პრობლემები აქვს?

- თუ კი ოპოზიციურ ფრთას ერთ კონტექსტში განვიხილავთ, რაც არასწორია, მაშინ მისი ძირითადი პრობლემებია:

პირველი, პოზიტიურ იდეათა სრული დეფიციტი. თქვენ სწორედ ბრძანეთ, რომ 2012 წლიდან, ანუ 13 წლის განმავლობაში, ოპოზიციას ერთი და იგივე პრობლემები აქვს და მათთან გამკლავების სტრატეგია მან ვერ შეიმუშავა.

მეორე, მოსახლეობისთვის მოსაბეზრებელია ტელეეკრანიდან დანახული ერთი და იგივე სახეები, რომლებიც აგერ 15 წელია იგივეს იძახიან. ოპოზიციამ „ქართული ოცნების“ ლანძღვა-გინება კი ისწავლა, თანაც მისი წარმომადგენლები ერთმანეთს ეჯიბრებიან, მმართველ ძალას ვინ უფრო აუგად მოიხსებიებს, მაგრამ პოზიტიური დღის წესრიგის შემოთავაზება მას არ შეუძლია.

მთავარი გამოწვევა კი ცივილიზებული სამყაროსგან გაუცხოებაა, რომლის შედეგები ძალიან მძიმე შეიძლება აღმოჩნდეს, როგორც ეს გლობალიზებული სამყაროს მოკლე დახასიათებისას აღვნიშნე

მეასამე, აბსოლუტურად არასწორი არჩევნების ბოიკოტი. ეს დრამატული, შეუქცევადი, გამოუსწორებელი შეცდომა იყო.

მეოთხე, არაადეკვატური ამბიციები და მათ მიერ გამოწვეული გაუთავებელი შიდა კინკლაობა.

აქედან გამომდინარე, მეხუთე, ოპოზიციური ფრთის სრული ამორფულობა და რეალური პოლიტიკური სტრუქტურის არარსებობა. მართალნი არიან ახალგაზრდები, რომლებიც ოპოზიციასთან თანამშრომლობას სკეპტიკურად უყურებენ.

- მოდით ახლა ქართული პოლიტიკის ძირითადი აქტორების - ხელისუფლებისა და ოპოზიციის საგარეო პოლიტიკის პრობლემებსაც შევეხოთ.

„ქართული ოცნება“ ერთი მხრივ აგრძელებს იმაზე საუბარს, რომ ქვეყანას 2023 წელს ევროკავშირში შეიყვანს. მეორე მხრივ დღე არ გავა არ გააკრიტიკოს, როგორც თავად ამბობენ, ევროპული ბიუროკრატია.

ჩვენი ხელისუფლების პარტნიორები ახლა მხოლოდ კრემლთან კავშირში მყოფი ლიდერები - უნგრეთის პრემიერი ორბანი, სოლვაკეთის პრემიერი ფიცო და სერბეთის პრეზიდენტია, რომელთაც ცოტა ხსნის წინ ჩეხეთის ლიდერიც შეუერთდა.

აშშ-მ საქართველოსთან შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა. უკვე ორჯერ გადავადდა „მეგობარი აქტის“ მიღებისათვის საჭირო ე.წ. აქტივიზაცია. მიუხედავად იმისა რომ ვაშინგტონი სამხრეთ კავკასიაში, აზერბაიჯანსა და სომხეთში აქტიურობს, თეთრი სახლის პოლიტიკა საქართველოს მიმართ, როგორც მინიმუმ, ან ჩამოყალიბებული არაა, ან ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, რა შედეგით დასრულდება აშშ-სა რუსეთს შორის მოლაპარაკებები.

ვაშინგტონიდან კრიტიკა კი გვესმის, მაგრამ, ვნახეთ რომ აშშ-მ საქართველოს თავდაცვის გაძლიერებისთვის 10 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო.

თბილისში ელჩების კონფერენცია ჩატარდა, რომელზეც საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ განცხადებები გააკეთეს. საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად მშვიდობის განსაზღვრა გასაგებია, მაგრამ, ვითარებაში, როცა მთელ მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში დიდი ტურბულენციაა, ფაქტია, ასეთ ვითარებაში საგარეო პოლიტიკაში სტრატეგიული გაუგებრობის ზონაში ყოფნა რამდენად სასარგებლო შეიძლება იყოს, მკაფიოდ არ ჩანს.

თქვენ როგორ შეაფასებდით მმართველი გუნდის მთავარ საგარეო პრობლემებსა და გამოწვევებს?

- როცა ჩამოთვალეთ პარტნიორები, თქვენ თურქმენეთი და ყირგიზეთი დაგავიწყდათ. სერიოზულად კი მმართველმა გუნდმა თვითონ შეიქმნა საგარეო პრობლემები, ეხლა კი მათთან გმირულად გამკლავებას ცდილობს. მთავარი გამოწვევა კი ცივილიზებული სამყაროსგან გაუცხოებაა, რომლის შედეგები ძალიან მძიმე შეიძლება აღმოჩნდეს, როგორც ეს გლობალიზებული სამყაროს მოკლე დახასიათებისას აღვნიშნეთ.

აშშ მხოლოდ იმ პარტნიორებთან დაიჭერს საქმეს, ვინც გამოავლენს არჩევნების მოგების თეორიულ შესაძლებლობას მაინც. ახლანდელი ოპოზიცია არაფრის მაქნისია. ჯობია სახლში წავიდეს და სხვა საქმეს მოკიდოს ხელი

სულ უფრო ვფიქრობ, რომ საგარეო ურთიერთობებში ტრენდის მკვეთრი ცვლილება პიროვნული მიზეზებით შეიძლება იყოს გამოწვეული.

- ცხადადაც კი ჩანს, რომ ევროპის პოლიტელიტა და არა როგორც ამას „ქართული ოცნება“ ამბობს ევროპული ბიუროკრატია, საქართველოში პროდასავლურ ოპოზიციასთან აქტიუარად თანამშრომლობს და ლობირებს. ასეა წლებია.

ოპოზიციას აშშ-ს კონგრესსა და სენატში თანამოაზრეებიც ბევრი ჰყავს, მაგრამ, მიუხედავად ამისა საქართველოსთან დაკავშირებით ოპოზიციისთვის სასურველი ბევრი არც არაფერი ისმის.

პოლიტიკის ანალიტიკოსთა ნაწილი თვლის, რომ - „ვიდრე ქართულ პოლიტიკაში მოსახლეობის მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური ალტერნატივა არ გამოჩნდება, მანამდე არც დასავლეთის დიდ აქტიურობაა მოსალოდნელი და არც ქვეყანაში რეალური ცვლილებების შესაძლებლობის გაჩენა“.

თქვენ როგორ შეაფასებდით ქართული ოპოზიციის მთავარ საგარეო პრობლემებსა და გამოწვევებს?

- ამ კითხვაზე პასუხი უკვე გაგეცით, როცა ცენტრისტული პოლიტიკური გუნდის შექმნის აუცილებლობაზე ვისაუბრეთ. ერთი რამ კი მართალია, ნუ დავუკარგავთ ბატონ ირკალი კობახიძეს.

თქვენს ტერმინოლოგიას თუ გავყვებით, ევროპული პოლიტელიტის ქმედებები ზოგადად საქართველოსთან და კონკრეტულად ოპოზიციასთან მიმართებაში მეტად არაეფექტურია, მარგი ქმედების კოეფიციენტი ლამის განულდეს. 13 წელია თანამშრომლობენ, ვერაფერი სახარბიელო კი ვერ შექმნეს.

სწორია ის მოსაზრებაც, რომ აშშ მხოლოდ იმ პარტნიორებთან დაიჭერს საქმეს, ვინც გამოავლენს არჩევნების მოგების თეორიულ შესაძლებლობას მაინც. ამ თვალსაზრისით წინა ინტერვიუში გაკეთებული განცხადება ძალაში რჩება. ახლანდელი ოპოზიცია არაფრის მაქნისია. ჯობია სახლში წავიდეს და სხვა საქმეს მოკიდოს ხელი.

- ბატონო ალექსანდრე, თქვენ უმაღლესი განათლების სისტემას კარგად იცნობთ, ამიტომ ამ თემაზე მინდა გამოთქვათ, თქვენი აზრი.

თვეზე მეტია რაც მთავრობამ დაანონსა ქვეყანაში განათლების რეფორმა. ამ რეფორმის საკმაოდ ბევრმა მიმართებებმა სამეცნიერო და აკადემიურ წრეებში აზრთა დიდი სხვადასხვაობა და უკმაყოფილება გამოიწვია.

ამ რეფორმაზე თავისი კრიტიკული განცხადებები გააკეთეს დასავლეთში საქართველოს გულშემატკივარმა დიდმა და სახელოვანმა მეცნიერებმა. ამავე რეფორმაზე კრიტიკული მოსაზრებები საქართველოში მოღვაწე არა ერთმა, ასევე სახელოვანმა ქართველმა მეცნიერმა გამოთქვა.

კრიტიკული მოსაზრებები ძირითადად უკავშირდება იმას, რომ საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა დასავლურისგან დისტანცირებული აღმოჩნდება, სტუდენტები ვერ შეძლებენ ევროპული და ამერიკული განათლების იმ შესაძლელბოლების მიღებას, რაც მათ აქამდე ჰქონდათ.

თქვენ როგორ შეაფასებდით ხელისუფლების მიერ დაწყებულ განათლების რეფორმას, რომელიც, პრაქტიკულად რეკორდულად მცირე დროში უნდა განხორციელდეს?

- ამ კითხვაზე მოკლე პასუხის გაცემა შეუძლებელია. იგი ცალკე სერიოზული განხილვის საგანი უნდა გახდეს. მაინც ვიტყვი, რომ განათლების რეფორმა აუცილებლად უნდა ჩატარდეს, მაგრამ არა ასე ნაჩქარევად, არაპროფესიულად, ყოველგვარი წინმსწრები ანალიზის გარეშე.

უპირველისად, უნდა დაისახოს რეფორმის მიზანი: ჩვენ მართლა გვინდა განათლებული თაობების გაზრდა თუ ასეთი ზოგადი სიტყვებით ვნიღბავთ პოლიტიკურ ზრახვებს.

თუ მართლა ვფიქრობთ განათლებულ თაობებზე, მაშინ სისტემა ღია და საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ინტეგრირებული უნდა იყოს. ამასთან, რეფორმა სასკოლო განათლებით უნდა დაიწყოს. სკოლადამთავრებული ახალგაზრდა უნდა ფლობდეს ძირითად უნარ-ჩვევებს. და აქ ვადგებით ძირეულ საკითხს: სათანადო დონის პროფესორ-მასწავლებლების სიმწირეს.

თუ მართლა ვფიქრობთ განათლებულ თაობებზე, მაშინ სისტემა ღია და საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ინტეგრირებული უნდა იყოს. ამასთან, რეფორმა სასკოლო განათლებით უნდა დაიწყოს. სკოლადამთავრებული ახალგაზრდა უნდა ფლობდეს ძირითად უნარ-ჩვევებს. და აქ ვადგებით ძირეულ საკითხს: სათანადო დონის პროფესორ-მასწავლებლების სიმწირეს

მინდა მთავრობას ვუთხრა მარტივი ჭეშმარიტება: რეფორმის დადებითი ან უარყოფითი შედეგები მხოლოდ ათიოდე წლის შემდეგ გამოჩნდება. ამიტომ თუ „ქართულ ოცნებას“ სურს ამ რეფორმით თავის ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს, მას ეს არ დასცალდება, სხვათა შორის ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილმა ვერ იგემა მის მიერ გატარებული რეფორმების შედეგები.

დასასრულს მინდა ვთქვა, რომ მგელი არც ისეთი სახიფათოა, როგორც თავს გვიჩვენებს. ისტორიის განვითარების ტრენდი შეუქცევადია და მე თუ არა, თქვენ მაინც ნახავთ საქართველოს ევროპული იჯახის ღირსეულ წევრად.

გილოცავთ შობასა და ახალ წელს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებამ დაკარგა მოსახლეობასთან ურთიერთობის ძარღვი, ეს არახალია, ასე ემართება ძალაუფლებაში დიდხანს მყოფ უკლებლივ ყველა ხელისუფალს
რამაზ საყვარელიძე - მთელი საშინაო პოლიტიკა მიდის იმ ფორმულით, რომ როცა ოპოზიციური პარტიები ან ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები რაიმეს მათთვის წამგებიანს აკეთებენ, ხელისუფლება მათ ხელს არ უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 29.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!