ხატია დეკანოიძე - რატომ არ გამოაცხადეს ძებნა აქამდე ფარცხალაძეზე? მის წინააღმდეგ მხოლოდ კანონიერი ქურდების მოთხოვნით აღიძრა საქმე - ივანიშვილმა საქართველოში კანონიერი ქურდების ფართომასშტაბიანი ინფილტრაცია დააბრუნა

რატომ არ გამოაცხადეს ძებნა აქამდე ფარცხალაძეზე? მის წინააღმდეგ მხოლოდ კანონიერი ქურდების მოთხოვნით აღიძრა საქმე. ამას ვამბობდი ზუსტად,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც შეაფასა ფაქტი, რომ ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარედგინება.

როგორც დეკანოიძე წერს, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში კანონიერი ქურდების ფართომასშტაბიანი ინფილტრაცია დააბრუნა.

“ივანიშვილი არის კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანი.

მისი ბანდიტური მმართველობის სტილი არის კრიმინალური. მან საქართველოში კანონიერი ქურდების ფართომასშტაბიანი ინფილტრაცია დააბრუნა.

რატომ არ გამოაცხადეს ძებნა აქამდე ფარცხალაძე?

მის წინააღმდეგ მხოლოდ კანონიერი ქურდების მოთხოვნით აღიძრა საქმე. ამას ვამბობდი ზუსტად“, - წერს ხატია დეკანოიძე.

ცნობისთვის, შსს-ის ინფორმაციით, ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინება. აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე ისაუბრა და განმარტა, რომ ჯანგველაძის მკვლელობის საქმე სრულად გახსნილია.

მისი თქმით, ფარცხალაძეს პროკურატურის შესაბამისი დადგენილების მიხედვით, ბრალად ედება ის, რომ „|ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება“ და მისი მიმართ ძებნა გამოცხადდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს