ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ ომი გაგრძელდება, ამერიკელები და ევროპელები უკრაინის დახმარებას გააგრძელებენ

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი გაგრძელდება, აშშ და ევროპა კიევისთვის დახმარების გაწევას გააგრძელებენ.

კითხვაზე, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს აშშ, თუ რუსეთი ომს გააგრძელებს და სამშვიდობო შეთანხმებას უარყოფს, ზელენსკიმ უპასუხა:

„მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ, ამერიკელებთან ერთად, გვჯერა - ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია გვაქვს - რომ ომი დიპლომატიური გზით უნდა დასრულდეს, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა განხორციელდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ომი გაგრძელდება. რა თქმა უნდა, თუ ომი გაგრძელდება, ამერიკელები ევროპელებთან ერთად უკრაინის დახმარებას გააგრძელებენ, რადგან ჩვენ ამ ომში თავს ვიცავთ, ვიბრძვით და ჩვენ არ ვართ აგრესორები“.

მისი თქმით, რუსეთს სურს უკრაინაზე ზეწოლის გაგრძელება რაკეტებით, არტილერიით და ა.შ. რაც ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მომავალი შეთანხმებების სიმტკიცეს.

„უკრაინას ჰქონდა ბუდაპეშტის მემორანდუმები, მაგრამ მათ არ იმუშავეს. შემდეგ იყო მინსკის შეთანხმებები, რასაც სრულმასშტაბიანი ომი მოჰყვა. მთელმა ამ დოკუმენტებმა არ იმუშავა. ახლა ჩვენ შევთანხმდით ამერიკელებთან, რომ გვექნება უსაფრთხოების გარანტიები, რომელსაც მხარს დაუჭერს აშშ-ის კონგრესი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, და უკრაინის პარლამენტი. უსაფრთხოების გარანტიებზე კენჭისყრა ორმხრივად გაიმართება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა