აზერბაიჯანის საგარეო უწყება - ჯეიჰუნ ბაირამოვმა და მაკა ბოჭორიშვილმა სატელეფონო საუბრის დროს კმაყოფილებით აღნიშნეს აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების საქართველოს გავლით სომხეთში ექსპორტის ტარიფებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, - ინფორმაციას აზერბაჯანის საგარეო უწყება ავრცელებს.

„მინისტრებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობა და პერსპექტივები. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის უმაღლეს დონეზე არსებულმა პოლიტიკურმა დიალოგმა, ასევე განხორციელებულმა ინტენსიურმა ვიზიტებმა ხელი შეუწყო ჩვენი ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს მომავალ წელს მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტების შემდგომი გაფართოების მნიშვნელობას.

„მხარეებმა განიხილეს რეგიონში ვაჭრობისა და კომუნიკაციის საკითხები და მიესალმნენ ამ მიმართულებით გაწეულ ძალისხმევას. კმაყოფილებით აღნიშნეს აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების საქართველოს გავლით სომხეთში ექსპორტის ტარიფებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება და ხაზი გაუსვეს ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელების მნიშვნელობას. მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელმძღვანელობას საკითხის დროულად გადაწყვეტისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, მინისტრებმა გაცვალეს მოსაზრებები სხვა ორმხრივ და რეგიონულ საკითხებზე, გულწრფელი მილოცვები გადასცეს ერთმანეთს მოახლოებულ ახალ წელთან დაკავშირებით და გამოთქვეს რწმენა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მომავალ წელს კიდევ უფრო გაძლიერდება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებამ დაკარგა მოსახლეობასთან ურთიერთობის ძარღვი, ეს არახალია, ასე ემართება ძალაუფლებაში დიდხანს მყოფ უკლებლივ ყველა ხელისუფალს
რამაზ საყვარელიძე - მთელი საშინაო პოლიტიკა მიდის იმ ფორმულით, რომ როცა ოპოზიციური პარტიები ან ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები რაიმეს მათთვის წამგებიანს აკეთებენ, ხელისუფლება მათ ხელს არ უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 29.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!