სომხეთი და თურქეთი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო პროცედურების გამარტივების შესახებ შეთანხმდნენ

სომხეთი და თურქეთი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო პროცედურების გამარტივების შესახებ შეთანხმდნენ, - ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სომხეთის საგარეო უწყების ცნობით, თურქეთთან ნორმალიზაციის პროცესში მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში სავიზო პროცედურები დიპლომატიური, სპეციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის გამარტივდება.

„სომხეთი და თურქეთი კიდევ ერთხელ ადასტურებენ თავიანთ ვალდებულებას, რომ ორ ქვეყანას შორის ნორმალიზაციის პროცესი ყოველგვარი წინაპირობების გარეშე გააგრძელონ“, - აცხადებს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უწყებაში განაცხადეს, რომ დიპლომატიური, სპეციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელები ელექტრონული ვიზების უფასოდ აღებას 2026 წლის 1-ელი იანვრიდან შეძლებენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს