ვოლოდიმირ ზელენსკის, რუსტემ უმეროვსა და სტივ უიტკოფს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ვოლოდიმირ ზელენსკის, რუსტემ უმეროვსა და სტივ უიტკოფს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, რუსტემ უმეროვის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან სატელეფონო საუბარში მონაწილეობა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც მიიღო.

„უკრაინისკენ გზაზე აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს ვესაუბრეთ. სატელეფონო საუბარს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც შეუერთდა. მთავარი საკითხი შემდგომი კონტაქტებისა და ნაბიჯების კოორდინაციაა. მუშაობა ინტენსიურია. კონსულტაციებსა და დოკუმენტებში არსებულ პუნქტებზე მუშაობას ყოველდღიურად ვაგრძელებთ“, - წერს უმეროვი X-ზე.

ასევე, უმეროვის თქმით, უკრაინული მხარე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ევროპელი ლიდერების მრჩევლებთან მუდმივ კონტაქტზეა.

„უახლოეს მომავალში კონტაქტებზე შევთანხმდით“, - აცხადებს უმეროვი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს