გია ხუხაშვილი - ფარცხალაძეზე მაფიოზურ გარჩევასთან გვაქვს საქმე, გავლენის სფეროები ვერ გაიყვეს - ყველაფერი მიდის ბიძინას წინააღმდეგ, მანევრის საშუალება მოუსპეს, მის ირგვლივ მიწა დაწვეს, კობახიძის ჩარეცხვა მარტივი აღარ არის

ფარცხალაძესთან დაკავშირებით არის არა სისხლის სამართლის საქმე, არამედ მაფიოზურ გარჩევასთან გვაქვს საქმე. გავლენის სფეროები ვერ გაიყვეს და ორი მაფიოზური კლანი დაეჯახა ერთმანეთს , - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გია ხუხაშვილმა განახადა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები კრიმინალური გარჩევის თანამონაწილეები გახდნენ.

„ ქვეყნის უბედურება ის არის, რომ მაფიოზურ გარჩევაში სახელმწიფო ინსტიტუტები პირდაპირაა ჩართული. ისინი კრიმინალური გარჩევის თანამონაწილეები გახდნენ. როდესაც სასამართლო გამოყენებულია რაღაც ინტერესის გატარებისთვის და არა კანონმორჩილებისთვის, ეს უკვე ნიშნავს, რომ კრიმინალია. ინსტიტუტების დეგრადაცია მოხდა მთლიანად. მოსამართლე იმაზე კი არ მსჯელობს, კანონის მიხედვით როგორ გამოიტანოს განაჩენი, არამედ ბოსი რას უბრძანებს - კრიმინალური ურთიერთობები. ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ეს არის სწორი მართვა.

რაც შეეხება კრიმინალურ დაჯგუფებებსა და ხელისუფლებას შორის გარიგებას, აქ ორმხრივ სარგებელთან გვაქვს საქმე. არჩევნებზე ძველი ბიჭები უბნებთან არიან დამდგარი, ხელისუფლების ლამაზი თვალებისთვის კი არ დგანან, თავისივე ბოსების დავალებით ეხმარებიან ძალაუფლების შენარჩუნებაში. ციხეებში დაბრუნდა ქურდული წესრიგი და ამაშიც არის ლოგიკა, ამბობენ, რომ ჭირს ისე ციხის მართვა და ქურდების მეშვეობით უფრო ადვილი სამართავია. ეს არის მსოფლმხედველობრივი არჩევანი, რასაც თავისი სარგებელი ახლავს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილმა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზეც ისაუბრა, პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ პროცესები „ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიდის“.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის „გადათამაშების“ საშუალება აღარ რჩება და ირაკლი კობახიძის ჩამოშორება რომც მოინდომოს, „მარტივი აღარ არის“.

„თითქოს ბიძინას არ უპირისპირდებიან, მაგრამ დროში საით მიდის ეს ყველაფერი, თუ ამას შევხედავთ, ბუნებრივია, ეს ყველაფერი მიდის ბიძინას წინააღმდეგ იმიტომ, რომ ბიძინას გადათამაშების მანევრი პრაქტიკულად მოუსპეს. მის ირგვლივ მიწა დაწვეს, აღარაფერი აღარ დატოვეს. ბიძინა მიჩვეულია, რომ თავის კარზე ვიღაცების გაძლიერებას არ უშვებს, როგორც კი ეჭვი შეეპარება, მაშინვე რეცხავს, მაგრამ ახლა უკვე ასე მარტივი აღარ არის კობახიძის ჩარეცხვა“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებამ დაკარგა მოსახლეობასთან ურთიერთობის ძარღვი, ეს არახალია, ასე ემართება ძალაუფლებაში დიდხანს მყოფ უკლებლივ ყველა ხელისუფალს
რამაზ საყვარელიძე - მთელი საშინაო პოლიტიკა მიდის იმ ფორმულით, რომ როცა ოპოზიციური პარტიები ან ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები რაიმეს მათთვის წამგებიანს აკეთებენ, ხელისუფლება მათ ხელს არ უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 29.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!