ტატა ხვედელიანი - ნაბიჯები, რომელსაც „ოცნება“ დგამს, არ ემსახურება კორუფციის დამარცხებას, არამედ კონკრეტული წრეა განეიტრალებული - კობახიძე-კალაძის „კლანი“ ოსტატურად ანაცვლებს ღარიბაშვილ-ლილუაშვილის „კლანს“

ნაბიჯები, რომელსაც „ოცნება“ დგამს, არ ემსახურება კორუფციის დამარცხებას, არამედ კონკრეტული წრე არის განეიტრალებული - კობახიძე-კალაძის კლანი ძალიან ოსტატურად ანაცვლებს ღარიბაშვილ-ლილუაშვილის კლანს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ტატა ხვედელიანის თქმით, კორუფცია ქვეყანაში უნდა უტოლდებოდეს ქვეყნის ღალატს, რადგან სწორედ კორუფციის გამოა საქართველო მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში.

„შეუძლებელია ვისაუბროთ კორუფციასთან ბრძოლაზე, როდესაც თბილისს ჰყავს ყველაზე კორუმპირებული მმართველი, კახი კალაძე. რეჟიმმა კორუფციას კიდევ ერთხელ მწვანე აუნთო, როდესაც ეს ადამიანი მესამე ვადით წარადგინა. შესაბამისად, ის ყველაფერი, რაც დღეს ხდება, არის ხალხისგან მოპარული ფულის გადანაწილება. კობახიძე-კალაძის კლანი ძალიან ოსტატურად ანაცვლებს ღარიბაშვილ-ლილუაშვილის კლანს და მათთან დაკავშირებულ ადამიანებსაც. ნაბიჯები, რომელსაც „ოცნება“ დგამს, არ ემსახურება კორუფციის დამარცხებას, არამედ კონკრეტული წრე არის განეიტრალებული. ძალიან სამარცხვინოა, რომ უდანაშაულო ბავშვები ჯერ კიდევ ციხეში არიან და ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებიც „ოცნებას“ წარმოადგენდნენ, გირაოს სანაცვლოდ გამოდიან ციხიდან. ეს არის სამარცხვინო და რა თქმა უნდა, არის „ოცნების“ პასუხისმგებლობა და ეს არ ემსახურება კორუფციის დამარცხებას. ყველა ის ადამიანი, ვინც არის კორუმპირებული, უნდა იყოს ციხეში. მაშინ, როდესაც ჩვენ ვუყურებთ უდანაშაულო ბავშვების გასამართლების პროცესს, ადამიანები, რომლებიც ქართველ ხალხს ჰპარავდნენ უამრავ ფულს, ეს ადამიანები უნდა იხდიდნენ უმაღლეს სასჯელს იმიტომ, რომ დღესდღეობით კორუფცია ჩვენს ქვეყანაში, უნდა უტოლდებოდეს ქვეყნის ღალატს. იმდენად მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა კორუფციის გამო, რომ უნდა ისჯებოდეს ძალიან მკაცრად“, - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

ტატა ხვედელიანის განმარტებით, მიზეზი იმისა, თუ რატომ არ აისახება ქვეყნის ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის „ჯიბეზე“, კორუფციაა, ამიტომ არ შეიძლება კორუფციაში ბრალდებული ადამიანების მიმართ ლოიალური მოპყრობა.

„ფაქტია, რომ „ოცნების“ მიზანი კორუფციასთან ბრძოლა არ არის. მაღალჩინოსნები, რომლებიც უმძიმეს დანაშაულს ჩადიოდნენ და ხალხს ჰპარავდნენ ფულს, მათ მიმართ არ უნდა ხდებოდეს ლოიალური მოპყრობა კანონის მხრიდან იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ჩვენი ხალხის ფული და ეს არის უმძიმესი დანაშაული. ეკონომიკური ზრდა არ აისახება ჩვენი მოქალაქეების ჯიბეებზე და სწორედ ამის მიზეზი გახლავთ კორუფცია. „ოცნება“ დღეს აღიარებს კორუფციას, აღიარებს, რომ ჩვენს ბავშვებს ბაღებში კვების ფულს ჰპარავდნენ, აღიარებენ, რომ ქოლცენტრები „ოცნების“ იყო, აღიარებენ, რომ ეროვნულ ინტერესებს აზიანებენ. ეს ყველაფერი ამ პროცესებით და დაკავებებით დასტურდება“, - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა