დონალდ ტრამპი - თუ ირანი თავიდან შეიარაღებას შეეცდება, მაშინ მას დავარტყამთ, გავიგე, რომ  შეთანხმება სურს, ეს უფრო ჭკვიანურია

თუ ირანი თავიდან შეიარაღებას შეეცდება, მაშინ მას დავარტყამთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდაში, ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„გავიგე, რომ ირანი კვლავ ცდილობს შეიარაღებას და თუ ამას აკეთებენ, მაშინ დარტყმა მოგვიწევს და ჩვენ მათ სასტიკად დავარტყამთ. მაგრამ, იმედია, ეს არ ხდება. გავიგე, რომ ირანს შეთანხმება სურს. ეს უფრო ჭკვიანურია. შეთანხმება ადრე უნდა დაედოთ, სანამ მათზე ძლიერ შეტევას განვახორციელებდით“, - განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ჰამასის“ განიარაღება უნდა მოხდეს.

„ცეცხლის შეწყვეტის მეორე ფაზაზე გადასვლამდე „ჰამასმა“ იარაღი უნდა დაყაროს. შეთანხმება მეორე ფაზაზე შეიძლება ძალიან სწრაფად გადავიდეს, მაგრამ ამისთვის განიარაღებაა აუცილებელი“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს