ლევან ვეფხვაძე - ოთარ ფარცხალაძე ამჟამად იმყოფება რუსეთში, საქართველო 2025 წლის ივნისში დატოვა - ლევან ჯანგველაძე ფარცხალაძის და ძმებ მიქაძეებიდან საფრთხეს გრძნობდა, რადგან ბიზნესის გამო იყო დაპირისპირებული

საქმეზე გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ამჟამად იმყოფება რუსეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2025 წლის ივნისში დატოვა, - ამის შესახებ პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე საუბრისას განაცხადა, რომლის ფარგლებშიც ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარედგინა.

მისივე თქმით, საქმეზე გამოძიება დაიწყო 2025 წლის მარტის თვეში, როდესაც 14 მარტს მოკლეს ლევან ჯანგველაძე.

„საქმეზე გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ის ამჟამად იმყოფება რუსეთში, 2025 წლის ივნისში დატოვა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. საქმეზე გამოძიება დაიწყო 2025 წლის მარტის თვეში, როდესაც 14 მარტს მოკლეს ლევან ჯანგველაძე. რაც შეეხება საქმეზე ოპერატიულ ინფორმაციას, სადაც უკვე გაჩნდა ფიგურანტად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, იყო აგვისტოს თვიდან“,-აღნიშნავს ვეფხვაძე.

როგორც ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, ლევან ჯანგველაძე საფრთხეს გრძნობდა უშუალოდ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის და ძმებ მიქაძეებიდან, რადგან უთანხმოება ჰქონდა ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით.

„ლოგიკურია, გელა უძილაურის საქმის მასალები აქ იქნება, იმიტომ, რომ გელა უძილაური ამ საქმეზე დადგენილია, როგორც აღმსრულებელი. ის ფაქტი, როგორ მივიდნენ გელა უძილაურამდე, ესეც დადგენილია და წარმოდგენილი მტკიცებულებებით. რაც შეეხება კონკრეტულ მტკიცებულებებს, რასაკვირველია, არის მოწმეთა ჩვენებები, გარდა ამისა, საქმეს დაემატა დამატებითი მოწმეები, რომლებიც ერთობლიობაში ასაბუთებენ იმ გარემოებას, რომ ლევან ჯანგველაძე საფრთხეს გრძნობდა უშუალოდ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის და ძმებ მიქაძეებიდან. მას ჰქონდა გარკვეული მოლოდინები, რადგან დაპირისპირებული იყო, უთანხმოება ჰქონდა ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნავს ლევან ვეფხვაძე.

კითხვაზე, არის თუ არა საქმეში აუდიო ან ვიდეოჩანაწერი ფარცხალაძის წინააღმდეგ, ლევან ვეფხვაძე პასუხობს: „აუდიოჩანაწერიც არსებობს მოწმეთა ჩვენებების“.

ცნობისთვის, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს ბრალი ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე წარუდგინეს. კერძოდ კი, მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცალკე წარმოებად მიმდინარეობს რამდენიმე პირის საქმე, რომლის ფარგლებშიც დაკავებული არიან გიორგი მიქაძე, მამუკა ბაღდავაძე, გიორგი კაჭკაჭაშვილი და სანდრო წივწივაძე. ძებნა არის გამოცხადებული დავით მიქაძისა და გიორგი ჯოხაძის მიმართ. რაც შეეხება ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნა მას შემდეგ გამოცხადდება, რაც სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა