ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი - სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მიერ წარდგენილი დაუსაბუთებელი შუამდგომლობა - ფაქტია ამის მომსწრენი ვართ

სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მიერ წარდგენილი დაუსაბუთებელი შუამდგომლობა. ფაქტია ამის მომსწრენი ვართ, - ამის შესახებ ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განაცხადა.

ადვოკატის თქმით, საქმის მასალებში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, არცერთი აუდიო, ვიდეო ჩანაწერი თუ ნეიტრალური მტკიცებულება, რომელიც ოთარ ფარცხალაძის ბრალეულობას დაადასტურებს.

„2015 წლიდან არ შეიძლება ბრალი წარუდგინო ადამიანს, თუ საქმეში არ არსებობს რაიმე სახის პირდაპირი მტკიცებულება. ეს არის საკანონმდებლო დანაწესი, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა და კატეგორიულად გამორიცხა ირიბი მოწმეთა ჩვენებებით პირს რაიმე სახის ბრალი წარუდგინო. კანონის ეს დანაწესი სასამართლოს ჩვენ შევახსენეთ, თუმცა სასამართლომ არ შეისმინა.

ირიბი ჩვენებები არის კონფლიქტთან დაკავშირებით და არა [მკვლელობის] შეკვეთასთან დაკავშირებით. თურმე რამდენიმე დღის წინ საქართველოში ჩამოვიდა რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქე, რომლებმაც განაცხადეს, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ მათ ჰქონდათ ბიზნეს დავებთან დაკავშირებით ურთიერთობა. რომელ ბიზნესზეა საუბარი? გამოკვეთილი არის, რომ ეს სიგარეტების ბიზნესი მართლა არსებობდა?

საქმის მასალებში მოწმეთა ჩვენებებით მხოლოდ დასტურდება რაღაც კონფლიქტი. ეს კონფლიქტი ბუნებაში არსებობს თუ არა ესეც დასადგენია. ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ამ ადამიანებთან არანაირი კონფლიქტი და დაძაბულობა არ ყოფილა. ბრალდების მხარემ ეს ამბავი საზოგადოებას გააცნო ისე, რომ კონფლიქტი რეალურად არსებობდა. ფაქტია, რომ ირიბი ჩვენებები საკმარისი მტკიცებულებები არ შეიძლება გახდეს. საქმის მასალებში არცერთი მტკიცებულება, არცერთი აუდიო, ვიდეო ჩანაწერი თუ ნეიტრალური მტკიცებულება, რომელიც ოთარ ფარცხალაძის ბრალეულობას დაადასტურებს არ არსებობს“, - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

ცნობისთვის, ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. ფარცხალაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა