სი ძინპინი ვლადიმერ პუტინს - ბატონო პრეზიდენტო, მზად ვარ, რომ თქვენთან ერთად, ერთობლივი ძალისხმევით, ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებში ახალ წარმატებებს მივაღწიოთ

სი ძინპინმა ვლადიმერ პუტინს ახალი წელი მიულოცა, - ინფორმაციას რუსული მედია ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„2026 წელს ჩინეთსა და რუსეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების 30 წლისთავი და კეთილმეზობლობის, მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის 25 წლისთავი აღინიშნება. ბატონო პრეზიდენტო, მზად ვარ, რომ თქვენთან ერთად, ერთობლივი ძალისხმევით, ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებში ახალ წარმატებებს მივაღწიოთ“, - განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა.

ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, 2025 წელს ორ ქვეყანას შორის „ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა“.

ასევე, ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, სი ძინპინსა და ჩინელ ხალხს ახალი წელი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმაც მიულოცა.

„2025 წელს რუსეთ–ჩინეთის ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარების კარგი დინამიკა შენარჩუნდა და ნაყოფიერი შედეგები იქნა მიღწეული“, - ნათქვამია პუტინის მილოცვაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა