Reuters - ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ქვეყნის უსაფრთხოების ძალების წევრი დაიღუპა

ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ქვეყნის უსაფრთხოების ძალების წევრი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, მოხალისეობრივი სამხედრო დაჯგუფების „ბასიჯის“ წევრი ქალაქ კუჰდაშტში დაიღუპა.

Reuters-ი წერს, რომ დაჯგუფება „ბასიჯს“ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი დემონსტრაციების ჩასახშობად ხშირად იყენებს.

შეგახსენებთ, ირანში ინფლაციისა და ვალუტის დევალვაციის გამო საპროტესტო აქციები და გაფიცვები უკვე მეხუთე დღეა მიმდინარეობს.

პროტესტი კვირას დაიწყო მას შემდეგ, რაც თეირანის დიდ ბაზარზე მაღაზიების მეპატრონეები გაიფიცნენ, როდესაც ირანული რიალი აშშ დოლართან მიმართებაში რეკორდულად დაბალ ნიშნულზე დაეცა. მოგვიანებით, დემონსტრაციები სხვა ქალაქებშიც გაგრძელდა. ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. სახელმწიფო მედიის ცნობით, საპროტესტო აქციებზე სტუდენტები დააკავეს.

ირანის მთავრობის წარმომადგენელმა, ფატიმე მოჰაჯერანიმ განაცხადა, რომ ხელისუფლება პროფკავშირებისა და ვაჭრების წარმომადგენლებთან პირდაპირ დიალოგს გამართავს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს