The New York Times - ვენესუელელი მაღალჩინოსნის განცხადებით, აშშ-ის თავდასხმის შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ის მიერ ვენესუელაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეები და მშვიდობიანი მოქალაქეები, - ინფორმაციას The New York Times-ი ვენესუელელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელმაც გამოცემასთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა.

პრეზიდენტმა ტრამპმა შაბათს Fox News-ზე საუბრისას განაცხადა, რომ არცერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ დაღუპულა, თუმცა, გამოთქვა ვარაუდი, რომ რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელმა, გენერალმა დენ კეინმა მარ-ა-ლაგოში, ტრამპთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ის ვერტმფრენებს, რომლებიც პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს და მისი მეუღლის გამოსაყვანად მოძრაობდნენ, ცეცხლი გაუხსნეს. გენერალმა აღნიშნა, რომ ერთ ვერტმფრენს დაარტყეს, მაგრამ ფრენა შესაძლებელი იყო და რომ ყველა ამერიკული თვითმფრინავი „შინ დაბრუნდა“.

ორი ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, რომლებმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრეს, მადუროს დაკავების ოპერაციის დროს დაახლოებით ექვსი ჯარისკაცი დაშავდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს