Fox News - ოჰაიოში მამაკაცმა ჯეი დი ვენსის სახლი დააზიანა, ეჭვმიტანილი დაკავებულია

ოჰაიოში მამაკაცმა ჯეი დი ვენსის სახლი დააზიანა, ეჭვმიტანილი დაკავებულია, - ინფორმაციას Fox News-ი აშშ-ის საიდუმლო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის განცხადებით, მამაკაცმა ცინცინატში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ქონება დააზიანა, კერძოდ საცხოვრებელი სახლის ფანჯრები ჩაამსხვრია.

„ინციდენტის დროს რეზიდენციაში არავინ იმყოფებოდა. ვიცე-პრეზიდენტი და მისი ოჯახი ოჰაიოში არ იმყოფებოდნენ“, - აცხადებს აშშ-ის საიდუმლო სამსახური.

ვენსის წარმომადგენელმა Fox News-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ვიცე-პრეზიდენტი ოჯახთან ერთად ცინცინატში გასულ შაბათ-კვირას იმყოფებოდა, თუმცა ახლა ვაშინგტონშია.

საიდუმლო სამსახურის მიერ დაკავების შემდეგ ეჭვმიტანილი ცინცინატის პოლიციაში გადაიყვანეს.

მედიის ინფორმაციით, 26 წლის უილიამ დეფურს ბრალი ვანდალიზმსა და სამსახურებრივი საქმიანობისთვის ხელის შეშლაში წაუყენეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს