ჯეი დი ვენსი - სახლში შეჭრა შეშლილმა პირმა ფანჯრების ჩაქუჩით ჩამსხვრევით სცადა

სახლში შეჭრა შეშლილმა პირმა სცადა, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი აცხადებს.

„რამდენადაც ვიცი, სახლში შეჭრა შეშლილმა პირმა ფანჯრების ჩაქუჩით ჩამსხვრევით სცადა. სახლში არ ვიმყოფებოდით, რადგან უკვე ვაშინგტონში დავბრუნდით“, - წერს ვენსი X-ზე.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საიდუმლო სამსახურსა და ცინცინატის პოლიციას სწრაფად მოქმედებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ცნობით, მამაკაცმა ოჰაიოში ჯეი დი ვენსის სახლი დააზიანა, კერძოდ ფანჯრები ჩაამსხვრია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საიდუმლო სამსახურმა ეჭვმიტანილი, 26 წლის უილიამ დეფური დააკავა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს