ნიკოლას მადურო, რომელიც სასამართლოში პატიმრის ფორმით და ფეხებზე ბორკილებით მიიყვანეს - უდანაშაულო ვარ, წესიერი ადამიანი ვარ და კვლავ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი

ნიკოლას მადურო თავს უდანაშაულოდ ცნობს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„უდანაშაულო ვარ, დამნაშავე არ ვარ, წესიერი ადამიანი ვარ და კვლავ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ვარ“, - განაცხადა მადურომ სასამართლოში.

თავი უდანაშაულოდ ცნო მადუროს მეუღლემაც.

„სრულიად უდანაშაულო ვარ“, - აღნიშნა სილია ფლორესმა.

BBC-ი წერს, რომ მადურო სასამართლოში პატიმრის ფორმაში, ფეხებზე ბორკილებით შეიყვანეს. მისი მეუღლე, სილია ფლორესი, ასევე მსგავს ფორმაშია გამოწყობილი. მადუროს და ფლორესს ხელებზე ბორკილები არ აქვთ, რაც საშუალებას აძლევთ, ხელი ჩამოართვან ადვოკატს. სასამართლო დარბაზში კამერების შესვლა აკრძალულია, თუმცა ზოგიერთ რეპორტიორს, მათ შორის "ბიბისის" ამერიკულ საინფორმაციო პარტნიორს CBS-ს, უფლება აქვს ჩანაწერები გაგზავნოს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!