დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის მთავრობამ ნავთობკომპანიებს, შესაძლოა, ვენესუელას ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის საჭირო თანხა აუნაზღაუროს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მიაჩნია, რომ აშშ-ის ნავთობის ინდუსტრიას ვენესუელაში გაფართოებული ოპერაციების ამოქმედება 18 თვეზე ნაკლებ დროში შეუძლია.

„ვფიქრობ, რომ ამის გაკეთება უფრო ნაკლებ დროში შეგვიძლია, მაგრამ დიდ თანხასთან იქნება დაკავშირებული. უზარმაზარი თანხის დახარჯვა იქნება საჭირო, ნავთობკომპანიები მას დახარჯავენ, შემდეგ კი ჩვენგან ან შემოსავლების მეშვეობით აუნაზღაურდებათ“, - განუცხადა ტრამპმა NBC News-ს.

ტრამპმა არ დააკონკრეტა რა თანხა დაუჯდებათ კომპანიებს ვენესუელას მოძველებული ნავთობის ინფრასტრუქტურის შეკეთება და განახლება.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი თანხა იქნება, რომელსაც ნავთობკომპანიები დახარჯავენ“, - აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მისი აზრით, ვენესუელას ნავთობის რეზერვების გამოყენება „ნავთობის ფასებს შეამცირებს“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს