მედია - რუსეთში დრონებით შეტევა განხორციელდა, რამდენიმე რეგიონში აფეთქებების ხმები ისმოდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 129 უკრაინული დრონი მოიგერიეს და გაანადგურეს.

ამასთან, რუსული „ტელეგრამ“ არხები იუწყებიან, რომ ქვეყნის რამდენიმე რეგიონში აფეთქებების ხმები ისმოდა და რომ უპილოტო საფრენმა აპარატებმა ბაშკორტოსტანამდე მიაღწიეს.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინული დრონების სამიზნეები ნავთობის საწყობები და ქარხნები იყო, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებისთვის გამოიყენება.

რუსეთის ლიპეცკის ოლქის გუბერნატორმა იგორ არტამონოვმა დრონებით თავდასხმა დაადასტურა და განაცხადა, რომ სამრეწველო ობიექტში ხანძარი გაჩნდა.

„ტელეგრამ“ არხ Astra-ს ცნობით, ლიპეცკის ოლქის ქალაქ უსმანის მაცხოვრებლებმა 6 დეკემბრის ღამეს ნავთობის საწყობში აფეთქებების და ხანძრის შესახებ განაცხადეს.

მედია საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ შპს „უსმანის ნავთობბაზა“ ნავთობპროდუქტების გაყიდვით, შენახვით და გადაზიდვით არის დაკავებული და ასევე საკუთარი სატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფს ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების მომსახურებას.

რუსეთის ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე დროზდენკომ განაცხადა, რომ კომპრესორულ სადგურზე ნამსხვრევები ჩამოცვივდა. მისი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

Astra-მ ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ იაროსლავის ოლქის ქალაქ იაროსლავლში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა იმ ტერიტორიის მახლობლად, სადაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ნავთობის საწყობია განთავსებული.

აფეთქებები მოხდა პემზასა და ტვერშიც. Astra-ს ცნობით, დრონებმა, შესაძლოა, ტვერის ვაგონმშენებელ ქარხანას შეუტიეს.

დრონებმა ასევე მიაღწიეს სტერლიტამაკს (ბაშკორტოსტანი). ამ ქალაქში მდებარეობს ნავთობქიმიური ქარხანა, რომელზეც თავდასხმა არაერთხელ განხორციელდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს