საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის გენერალური შტაბების უფროსებმა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხი განიხილეს

საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის გენერალური შტაბების უფროსებმა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხი განიხილეს, - ინფორმაციას საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ფაბიენ მანდონი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მანდონის ცნობით, პარიზში გამართულ შეხვედრას დიდი ბრიტანეთის გენერალური შტაბის უფროსი რიჩ ნაითონი, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი და ევროპაში მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების მეთაური ალექსუს გრინკევიჩი ესწრებოდნენ.

„მიმდინარე სამხედრო სამუშაოები, რომლებიც კოალიციასთან და აშშ-თან თანამშრომლობით რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობს, ჩვენს კონტინენტზე ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების მიზნით პოლიტიკურ ნაბიჯებს მხარს უჭერს“, - წერს საფრანგეთის გენერალური შტაბის უფროსი X-ზე.

ცნობისთვის, პარიზში გენერალური შტატების უფროსების შეხვედრა „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის წინ გაიმართა. „მსურველთა კოალიციის“ დღევანდელ შეხვედრაში 35 სახელმწიფოსა და ორგანიზაციის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს