დონალდ ტრამპი - შესვლამდე ვენესუელის მთავარ ადგილებში დენი გავთიშეთ, ოპერაციამ დაადასტურა, რომ აშშ-ს ყველაზე შიშისმომგვრელი სამხედრო ძალა ჰყავს მსოფლიოში - ბევრი სამხედრო გვყავდა მიწაზე, ეს შესანიშნავი იყო

შესვლამდე ვენესუელის მთავარ ადგილებში დენი გავთიშეთ, ბევრი სამხედრო გვყავდა მიწაზე. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

მისი თქმით, ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავების სარისკო ოპერაციამ დაადასტურა, რომ აშშ-ს "ყველაზე შიშისმომგვრელი" სამხედრო ძალა ჰყავს მსოფლიოში.

"ბევრი სამხედრო გვყავდა მიწაზე, მაგრამ ეს შესანიშნავი იყო. გენიალური იყო ტაქტიკურად", - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, ქვეყანაში შესვლამდე აშშ-მა ვენესუელის მთავარ ადგილებში დენი გათიშა, რამაც სამხედროებს მოულოდნელობის ელემენტი მისცა, როდესაც მადუროს სახლს უახლოვდებოდნენ. "და დაფიქრდით, არავინ იქნა მოკლული. და მეორე მხარეს, ბევრი ადამიანი იქნა მოკლული", - განაცხადა ტრამპმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს