სალომე ზურაბიშვილი - არავის აქვს იმის იმედი, რომ “ოცნებას” რაიმე უნარი აქვს გარდაიქმნას, ისე ღრმად არის ჩაჭედილი რეჟიმში, რომელიც რეალურად დიქტატურაა, ძნელი წარმოსადგენია გონზე მოვიდეს - ბოლოს მაინც ხალხი იმარჯვებს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას" არ აქვს უნარი გარდაიქმნას და "გონზე მოვიდეს".

კერძოდ, მისი თქმით, არავის აქვს მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ შეძლებს რეალურად გააცნობიეროს არსებული ვითარება ან გარდაიქმნას, რადგან იგი, ზურაბიშვილის შეფასებით, ღრმად არის ჩამჯდარი რეჟიმში, რომელიც ფაქტობრივად დიქტატურას წარმოადგენს, თუმცა საბოლოოდ ხალხი გაიმარჯვებს.

"შეკრების მიზანი არ არის, რომ “ოცნებამ” რამე გაიგოს. არავის აქვს იმის იმედი, რომ “ოცნებას” აქვს რამე უნარი გაიგოს და გარდაიქმნას. ისე ღრმად არის ჩაჭედილი რეჟიმში, რომელიც რეალურად დიქტატურაა, ძალიან ძნელი წარმოსადგენია “გონზე მოვიდეს”. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მშვიდობიანი პროტესტი არ უნდა გაგრძელდეს. დღეს თუ არა ხვალ მაინც იმარჯვებს ხალხი. ვნახეთ ვენესუელაში, ვუყურებთ რა ხდება ირანში, ყველგან, სადაც ხალხი დაპყრობილია რეჟიმის მიერ, მით უმეტეს, რუსეთის ტიპის რეჟიმის მიერ, ბოლოს მაინც ხალხი იმარჯვებს. ეს არის ჩვენი მომავალი”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს