აქციის მონაწილეებმა შობა რუსთაველის გამზირზე აღნიშნეს - შეასრულეს „ალილო“ და სანთლები აანთეს

აქციის მონაწილეებმა შობა რუსთაველის გამზირზე აღნიშნეს. თავდაპირველად პროტესტის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან იყვნენ შეკრებილები, საიდანაც პირველ გიმნაზიასთან გადაინაცვლეს.

მათ ერთობლივად შეასრულეს „ალილო“ და ადგილზე სანთლები მიიტანეს. შეკრებილებთან ერთად შობას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, თავისი შვილთან, ქეთევან გორჯესტანთან ერთად შეხვდა.

აქვე იმყოფებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, ასევე აქციების დროს დაკავებულ პირთა ოჯახის წევრები. აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეები უკვე მეორედ შეხვდნენ შობას რუსთაველის გამზირზე. მათ ერთად აღნიშნეს ახალი წელიც.

მოქალაქეები პროტესტის ნიშნად ყოველდღიურად იკრიბებიან მას შემდეგ, რაც 2024 წლის 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირთან გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს 2028 წლამდე აჩერებს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!