რუსეთის პატრიარქი - ჩვენ ცივილიზაციური განვითარების ძალიან მიმზიდველ ალტერნატივას წარმოვადგენთ - ვთავაზობთ ღირებულებებს, რომლებიც დასავლეთმა უარყო და კვლავაც უარყოფს

დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ შებრუნდა, რადგან ის ცივილიზაციურ ალტერნატივას წარმოადგენს, - ამის შესახებ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა განაცხადა.

„თუ არც სახელმწიფო სტრუქტურასა და არც პოლიტიკის იდეოლოგიურ საფუძვლებში ფუნდამენტური წინააღმდეგობები არ არსებობს, მაშინ რაშია საქმე? რატომ „ამხედრდა ბევრი ჩვენს წინააღმდეგ“? ერთ დროს ეს კითხვა დავუსვი საკუთარ თავს და აი, რა დასკვნებამდე მივედი. ეს შემთხვევით არ ხდება. რადგან ჩვენ ცივილიზაციური განვითარების ძალიან მიმზიდველ ალტერნატივას წარმოვადგენთ. ვთავაზობთ ღირებულებებს, რომლებიც დასავლეთმა უარყო და კვლავაც უარყოფს. ჩვენ ვთავაზობთ, რომ არ განდევნონ ქრისტიანული სარწმუნოება, როგორც ეს ამჟამად დასავლეთში ხდება”, - განაცხადა პატრიარქმა კირილმა.

მისი თქმით, ეს ისე არ ხდება, როგორც საბჭოთა კავშირში ხდებოდა, თუმცა რწმენა საზოგადოებრივი ცხოვრებიდან განდევნილია.

„ჩვენი ქვეყანა დღეს ადამიანის პიროვნებასთან დაკავშირებული ტრადიციული ღირებულებების დამცველია. ჩვენთვის მიუღებელია ის, რაც ამჟამად დასავლეთში „ადამიანის უფლებების“ ლოზუნგის ქვეშ არის მიღებული, მაგრამ სინამდვილეში ადამიანური ზნეობის განადგურებისკენ არის მიმართული“, - აღნიშნა რუსეთის პატრიარქმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს