შალვა პაპუაშვილი - ჩვენ, სიტყვის თავისუფლების სახით შემოგვაპარეს ყველაზე უფრო ბოროტი და მკვლელი იარაღი, რომელიც კლავს არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ კლავს ადამიანის სულს, მათ შორის, იმის სულს, ვინც ამ იარაღს იყენებს

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყური დავუგდოთ არა ფსევდო იდეოლოგიის გამავრცელებლებს, ბრიუსელს, მის დაფინანსებულ „ენჯეოებს“, არამედ იმას, რაც ჩვენ მოგვდგამს უკვე 1700 წელია, ჩვენს ეკლესიას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით პატრიარქის ეპისტოლეზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, პატრიარქი ეპისტოლეში ზუსტად იმაზე მიუთითებს, რომ „ჩვენ, სიტყვის თავისუფლების სახით შემოგვაპარეს ყველაზე უფრო ბოროტი და ყველაზე უფრო მკვლელი იარაღი, რომელიც კლავს არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ კლავს ადამიანის სულს“.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, დღეს სამყაროში მიდის გამოფხიზლება და ეს უპირველეს ყოვლისა, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის ახალმა პოლიტიკამ უზრუნველყო.

„თავისთავად, ყველაფერში მნიშვნელოვანი არის ბალანსი და ჰარმონია. ეს არის სამწუხაროდ, ლიბერალიზმის ის გამრუდებული იდეა, რომელიც წლების განმავლობაში თავს ეხვეოდა სხვადასხვა დაფინანსებებით სხვადასხვა ქვეყანაში. დღეს ვხედავთ, რომ სამყაროში მიდის გამოფხიზლდება. უპირველეს ყოვლისა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ადმინისტრაციის შეცვლამ და ახალი ადმინისტრაციის ახალმა პოლიტიკამ უზრუნველყო ეს, რომელმაც სრულად ჩახსნა ფსევდო იდეოლოგიების დაფინანსება და ამით მიეცა ყველას შესაძლებლობა, ხმამაღლა ისაუბროს, რომ გაფეტიშება არაფრის არ შეიძლება, მათ შორის, არც სიტყვის, რომელიც შეიძლება იყოს კიდევ უფრო ძლიერი იარაღი, მათ შორის, როგორც ნელი მოქმედების იარაღი ადამიანის წინააღმდეგ. ამის კარგი მაგალითია საქართველო, როდესაც ვხედავთ, რომ ფაქტობრივად, საცდელ ცხოველებად ვყავდით ლამის, როდესაც ჩვენთან ზიზღი, ბოღმა, სიტყვიერი თავდასხმა არათუ დაშვებული იყო, არამედ ამის მისალმება ხდებოდა და დღემდე ხდება ზოგიერთი ევროპელი ელჩისგან თუ ევროპელი დონორი ორგანიზაციისგან. ვხედავთ, რომ ადამიანები, რომლებიც შუბლში ტყვიით ემუქრებოდნენ სხვებს, ფინანსდებოდნენ ბრიუსელის ბიუჯეტიდან, ვხედავდით რომ ადამიანები, რომლებიც ბავშვიან დედას მივარდნენ და გამოლანძღეს, უხვად ფინანსდებოდნენ ბრიუსელიდან. ეს არის ზუსტად, რომ საცდელ ცხოველებად ვყავდით, როგორ დავჭამდით ერთმანეთს და როგორ გადაეკიდებოდა ადამიანი ადამიანს.

ამას მიუთითებს ზუსტად პატრიარქი, რომ ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ჩვენ სიტყვის თავისუფლების სახით შემოგვაპარეს ყველაზე უფრო ბოროტი და ყველაზე უფრო მკვლელი იარაღი, რომელიც კლავს არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ კლავს ადამიანის სულს, მათ შორის, იმის სულს, ვინც ამ იარაღს იყენებს.

ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყური დავუგდოთ არა ფსევდო იდეოლოგიის გამავრცელებლებს, ბრიუსელს, მის დაფინანსებულ „ენჯეოებს“, არამედ ყური დავუგდოთ იმას, რაც ჩვენ მოგვდგამს უკვე 1700 წელია, ჩვენს ეკლესიას და მის სიტყვას,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანი  სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების თურქეთთან და ევროპასთან ინტეგრაციული პროექტების განხორციელების საკვანძო ქვეყანა იქნება და ამ პროცესში პროვაიდერის როლს შეასრულებს
სტეპან გრიგორიანი - დიდია შანსი, 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ფაშინიანის პარტიამ მოიგოს, ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს თუ მხოლოდ პირველ ადგილზე გავა, არჩევნები გვანახებს
ქართული პრესის მიმოხილვა 05.01.2026
„ქართული ბრენდის დღეზე“ სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა
ეკომეგობრული გათბობა - როგორ შევამციროთ ჩვენი ნახშირბადის კვალი?