შალვა პაპუაშვილი - დააკვირდით, სადაც არის ძალადობა, იქ ფრიალებს ევროკავშირის დროშა, სადაც არის ზიზღი, იქ ფრიალებს ევროკავშირის დროშა - ბრიუსელმა უნდა შეცვალოს პოლიტიკა, სხვა შემთხვევაში, თვითონ გადაიჩეხებიან

დააკვირდით, სადაც არის ძალადობა, იქ ფრიალებს ევროკავშირის დროშა, სადაც არის ზიზღი, იქ ფრიალებს ევროკავშირის დროშა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადება შეაფასა, რომლის თქმით, მალე დადგება დრო, როდესაც საქართველო შობას 25 დეკემბერს იზეიმებს.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მსგავსი განცხადება საზოგადოებაში უთანხმოების შემოტანას ემსახურება.

„ესეც მცდელობა არის, რომ საზოგადოებაში შემოიტანონ რაც შეიძლება მეტი უთანხმოების საკითხი, ესეც გარედან მოდის. ჩვენ ვნახეთ არასამთავრობოები, რომლებიც ზუსტად ამ იდეოლოგიას თესავენ. ნუმეროლოგიით არიან დაკავებული, რომ საზოგადოება არ უნდა თანხმდებოდეს 25 დეკემბერი, 7 იანვარი, 8 თუ 9 მაისი. გახსოვთ, შარშან ევროკავშირის ელჩის ხელმძღვანელობით 9 მაისი არც კი მიულოცეს ქართველ ხალხს. 300 ათასი ადამიანი დაიღუპა იმისთვის, რომ ევროპა გაეთავისუფლებინა ფაშიზმისგან და 9 მაისს ჩაატარეს „ევროპის დღე“ ისე, რომ თავისი დაფინანსებული ხალხისგანაც არავინ დაპატიჟეს. არც კი მიულოცეს ქართველ ხალხს და მადლობა არ გადაუხადეს“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დღეს ევროკავშირი საქართველოში „მავნე პრაქტიკით არის დაკავებული, რაც არის ხალხის დაპირისპირება, ზიზღის შემოტანა, ძალადობა“.

„ეს ყველაფერი არის ის მავნე გარე ჩარევა, რომელსაც აქამდე აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ედგა თავში, მილიონებს ხარჯავდა ამისთვის. ახალმა ადმინისტრაციამ აბსოლუტურად შეცვალა ეს პოლიტიკა, ამხილა ეს მავნე ჩარევის პრაქტიკა. დღეს ევროკავშირი არის საქართველოში ზუსტად ამ მავნე პრაქტიკით დაკავებული - ხალხის დაპირისპირების, ზიზღის შემოტანის, ძალადობის. დააკვირდით, სადაც არის ძალადობა, იქ ფრიალებს ევროკავშირის დროშა, სადაც არის ზიზღი, იქ ფრიალებს ევროკავშირის დროშა. სადაც არის ბოღმა და პიროვნული თავდასხმა, იქ ყველგან არის ევროკავშირის დროშა. აი, ეს არის სამარცხვინო, რომ თავს აიგივებენ ძალადობასთან, ზიზღთან, „მოლოტოვის კოქტეილთან“, რომელსაც შეგახსენებთ, ევროკავშირი აფინანსებდა. სწორედ ამის შეცვლა გვინდა ჩვენ. ბრიუსელმა უნდა შეცვალოს პოლიტიკა. სხვა შემთხვევაში, თვითონ გადაიჩეხებიან. არ გვინდა ჩვენც ჩაგვიყოლიონ იმ ცივილიზაციურ უფსკრულში, სადაც დღეს ბრიუსელი ევროკავშირს მიაქანებს“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს