შალვა პაპუაშვილი - ქართველი მადურო ჩვენ გვიზის რუსთავის მე-12 ციხეში

[ვენესუელაში მიმდინარე პროცესები] აჩვენებს, რომ ის უსაფრთხოების სისტემა, რომელიც მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ იყო შეთანხმებული, უკვე დიდი ხანია სინამდვილეში აღარ არსებობს - რაც შეეხება მადუროს დაკავებას, ქართველი მადურო ჩვენ გვიზის რუსთავის მე-12 ციხეში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი როგორც გლობალური ძალა აღარ არსებობს და „როგორც კონგრესს არ ჰკითხა ტრამპმა არაფერი, ისე არ ეკითხება ევროკავშირს არაფერი“.

„ევროკავშირის წევრი ქვეყანა საფრანგეთი არის გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი, ევროკავშირის ყოფილი წევრი და ევროპის საერთო პოლიტიკაში მოაზრებული დიდი ბრიტანეთი გახლავთ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი. 5 წევრიდან 2 არის ევროპული ქვეყანა და რას ჰქვია რა შუაშია?! აბა მაშინ ევროკავშირს მალიში რა უნდოდა?! ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში რა უნდოდა, სადაც სხვათა შორის, ჩვენც ვიყავით ევროკავშირის მისიებში?! რამდენიმე წლის წინ ევროკავშირი იყო მეორე ეკონომიკა მსოფლიოში, მე მგონი, პირველიც კი. დღეს ვხედავთ სად არის დასული საკუთარი არასწორი პოლიტიკის შედეგად. ეკონომიკურად ნულის გარშემო ტრიალებს მისი ეკონომიკური ზრდა, არის ეკონომიკური სტაგნაცია. ეს არის მათი გაუაზრებელი, თავქარიანი პოლიტიკის შედეგად. აქ არიან ეკონომიკურად და სადაც არიან პოლიტიკურად, ამასაც ვხედავთ. საუბრობენ რომ უკრაინაში მიმდინარე ომი არის ევროკავშირის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გადამწყვეტი ომი და მოლაპარაკებების მაგიდასთანაც კი არ სვამენ. სახვეწრად აქვთ საქმე.

ევროპას არაფერი სიტყვა რომ არ ეთქმის გლობალურ პროცესებში, ეს არის ზუსტად იმის ბრალი, როგორი თავქარიანი პოლიტიკაც აქვს დღეს ბრიუსელის არარჩეულ ბიუროკრატიას. როგორც კონგრესს არ ჰკითხა ტრამპმა არაფერი, ისე არ ეკითხება არაფერი ევროკავშირს. ევროკავშირი როგორც გლობალური ძალა აღარ არსებობს. დაასრულა არარჩეულმა ბიუროკრატიამ ევროკავშირი როგორც გლობალური ძალა. როგორც ჩანს სამწუხაროდ, ის ვერასდროს გახდება გლობალური ძალა,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს