ფოთში, საშობაო „ალილო გაიმართა“

ფოთში, საშობაო „ალილო გაიმართა“. სასულიერო პირების, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და რიგითი მოქალაქეების მსვლელობა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიიდან დაიწყო და საკათედრო ტაძართან დასრულდა.

„ქრისტესშობის დღესასწაულს ვულოცავ ყველა ფოთელს, ჩვენი ეპარქიის შვილებს, სრულიად საქართველოს. ვისურვებ, რომ თითოეული ჩვენგანის სულში შობილიყოს ქრისტე, კიდევ უფრო მეტად შეხებოდეს საღვთო მადლი ჩვენს გულს და ჩვენი კიდევ უფრო მეტად გაკეთილშობილება მოჰყოლოდეს“, - განაცხადა ფოთის საკათედრო ტაძრის დეკანოზმა, ამბროს ხოშტარიამ.

„ალილოზე“ შეგროვილი სურსათ-სანოვაგე შეჭირვებულ ოჯახებს გადაეცემათ.

საქართველოში „ალილოს“ ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა 2000 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის კურთხევით აღდგა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს