ირაკლი ნადირაძე - თურმე, ამხელა გადატრიალება იგეგმებოდა და სათავეში მსოფლიო ბანი და ყოფილი გენერალური პროკურორი ედგა - პროპაგანდა ეშლებათ, ძნელია მათი მომხრეებიც კი დააჯერო, რომ ფულის და იარაღის გარეშე რეჟიმი ემხობოდა

თურმე, ამხელა გადატრიალება იგეგმებოდა და ამას სათავეში მსოფლიო ბანი და ყოფილი გენერალური პროკურორი ედგა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რომელიც 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებითაა დაკავებული.

როგორც ნადირაძემ აღნიშნა, ვიდეო, რომელიც პროკურატურას მის წინააღმდეგ აქვს წარმოდგენილი, არანაირ დანაშაულს არ ადასტურებს.

„ყველას მოგესლამებით, შობა-ახალ წელს გილოცავთ. ვიდეოები ვნახეთ, ორი ეპიზოდი იყო, სადაც ვამბობ, რომ სუს-ი ცდილობს გეგმა იპოვოს, მაგრამ გეგმა არ არსებობს-მეთქი. ხან ჰეგსოგენი, ხან ავტომატები ამოიღეს და ვერცერთი მტკიცებულება ვერ წამოადგინეს. თურმე, ახმელა გადატრიალება იგეგმებოდა და ამას სათავეში მსოფლიო ბანი და ყოფილი გენერალური პროკურორი ედგა. პროპაგანდა ეშლებათ, ძნელია მათი მომხრეებიც კი დააჯერო, რომ ფულის, იარაღის, ასაფეთქებლების, მოძალადეების, ჯგუფის გარეშე დიქტატურული რეჟიმი ემხობოდა და ახლა დამტებით რაღაცები შემოაქვთ, რომ აქ ძალადობრივი იყო რაღაც და ხელისუფლებაში ასე ცდილობდნენ მოსვლასო. ჩემი მოტივი კარგად ავხსენი, ყველა აქციაზე ვიყავი და ვიქნები, რადგან არ მინდა ჩვენი ქვეყნის გადაწყვეტილებები აშხაბადში, პუტინთან მიიღებოდეს. რაც არ უნდა იყოს, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენი ქვეყნის ბედი აშხაბადში არ წყდებოდეს. რაც შეეხება იმ ვიდეოს, როცა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ჩავედით, 4-ში, ღობე გადანგრეული იყო... ეს ადამიანები აქ გავიცანი და არც ერთი მტკიცებულება რომ ამ ადამიანეთან კავშირი იყო, არ არსებობს, ისინი ტყუილად არიან დაჭერილები... იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, როგორც რიგითი ადამიანისთვის, როგორც თქვენ ამბობთ, ორგანიზატორისთვის, ჩემთვის, წარმოუდგენელი იყო, ეს ადამიანები დაეჭირათ და მე დავრჩნეილიყავი ისე. ქვეყანაში დიქტატურაა დამყარებული, ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავთ და ვართ რუსეთში. ახლა ერთოანობა გვჭირდებ, 2 წელს მომცემენ თუ 9 წელს, გავაგრძელებთ ევროპული მომავლისთვის ბრძოლას...

თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ, ეს ვიდეობი არანაირ დანაშაულს არ ადასტურებს, ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, არაფრის შეგეშინდეთ, ბრძოლა ბოლომდე, ცეცხლი ოლიგარქიას",- განაცხადა ნადირაძემ.

ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანი  სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების თურქეთთან და ევროპასთან ინტეგრაციული პროექტების განხორციელების საკვანძო ქვეყანა იქნება და ამ პროცესში პროვაიდერის როლს შეასრულებს
სტეპან გრიგორიანი - დიდია შანსი, 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ფაშინიანის პარტიამ მოიგოს, ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს თუ მხოლოდ პირველ ადგილზე გავა, არჩევნები გვანახებს
ქართული პრესის მიმოხილვა 05.01.2026
„ქართული ბრენდის დღეზე“ სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა
ეკომეგობრული გათბობა - როგორ შევამციროთ ჩვენი ნახშირბადის კვალი?